„მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო“

1,785 წაკითხვა

უკრაინული თვითმფრინავი, რომელმაც ირანში კატასტროფა განიცადა, ირანულმა რაკეტამ ჩამოაგდო, – ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო აცხადებს.

“ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები მრავალი წყაროდან, ჩვენი მოკავშირეებისა და საკუთარი დაზვერვის ჩათვლით. მტკიცებულებები მიგვანიშნებს, რომ თვითმფრინავი ირანულმა მიწა-ჰაერი ტიპის რაკეტამ ჩამოაგდო,“- განაცხადა ტრიუდომ.

მისივე თქმით, კანადის მთავრობა არ მოისვენებს, სანამ არ მიაღწევს „გამჭირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართალს.“

მანამდე ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინული თვითმფრინავი ირანულმა საზენიტო რაკეტამ შეცდომით ჩამოაგდო.

CBS-ი ამერიკულ დაზვერვაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რადარებმა ორი რაკეტის გაშვების შედეგად დატოვებული ინფრაწითელი კვალი დააფიქსირეს, რასაც აფეთქება მოჰყვა.

The New York Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ არტყამს თვითმფრინავს ირანული რაკეტა თეირანის აეროპორტთან ახლოს.

ipn

Next Post

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს ფორმალურად განიხილავს

კვი იან 12 , 2020
1,785 წაკითხვააფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ორშაბათს ფორმალურად განიხილავს. მანამდე კი, შეასრულებს თუ არა „პრეზიდენტის“ მოვალეობას ე.წ. პრემიერ-მინისტრი, უცნობია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის რეზიდენციის შენობა უკვე დატოვეს ოპოზიციამ და მათმა მომხრეებმა და სამართალდამცველებმა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. ამის მიზეზი რაულ ხაჯიმბას მიერ, გადადგომის შესახებ ხელმოწერილი განცხადება გახდა, რომელიც უკვე შევიდა ძალაში. ამავდროულად, ცნობილი გახდა, რომ […]

შესაძლოა მოგეწონოთ