რუსეთის მთავრობა გადადგა

824 წაკითხვა

რუსეთის მთავრობა გადადგა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი მიზანშეწონილად მიიჩნევს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გამოცხადებული წინადადებების ფონზე, მთავრობის სრული შემადგენლობაში გადადგეს. ამის შესახებ მან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და მინისტრთა კაბინეტს შორის შეხვედრის დროს განაცხადა.

„ეს ცვლილებები, როდესაც მათი მიღება მოხდება და ყველანაირი ალბათობით მოხდება, შეიტანენ მნიშვნელოვან ცვლილებებს კონსტიტუციის არა მხოლოდ ერთ პუნქტში, არამედ ხელისუფლების სრულ ბალანსში, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების, საკანონმდებლო ხელისუფლების, სასამართლო ხელისუფლების“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ ამ კონტექსტში აშკარაა, რომ რუსეთის მთავრობამ პრეზიდენტს უნდა მისცეს შესაძლებლობა მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება.

„ამ პირობებში, მიმაჩნია, რომ სწორი იქნება კონსტიტუციის 117-ე მუხლის შესაბანისად მთავრობის მოქმედი შემადგენლობა გადადგეს“, – განაცხადა მედვედევმა.

თავის მხრივ, პუტინმა მთავრობას სთხოვა, სრულად შეასრულოს თავისი მოვალეობები ახალი კაბინეტის შექმნამდე.

 

Next Post

მამუკა ხაზარაძე გაზეთ „ლენინელი“-ს გარეკანზე

ოთხ იან 15 , 2020
824 წაკითხვანაციონალური მოძრაობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გაზეთ ლენინელის სტატია „ლელო“-ს დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძის შესახებ  „ივანიშვილის ბოლოსწინა მოჰიკანი და ლენინური კომკავშირის უქარქაშო ხმალი ხაზარაძე კვლავაც აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის  წინააღმდეგ ბრძოლას.  სიმახინჯე იყოო და ამას ჩვენ დავშლით, გავუკეთებთ სრულ დემონტაჟსო; ერთხელ და სამუდამოდ, საქართველოში დავამყარებთ კომკავშირულ კონტროლსო“- წერს წიკლაური.