„საჭიროა, განვასხვავოთ, ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა“ – ემანუელ მაკრონი

1,036 წაკითხვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა მედიასაშუალებებს ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ფრანს 24“-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. შეხვედრაში მედიის 300-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

მან სოციალური ქსელების მხრიდან ჟურნალისტიკისთვის შექმნილ საფრთხეზე ისაუბრა და მედიაეთიკის საკითხებზე მომუშავე ახალშექმნილი საბჭოს არსებობის საჭიროებას გაუსვა ხაზი. აღნიშნულ საბჭოს, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივით დეკემბერში შეიქმნა, ჟურნალისტთა ნაწილი განიხილავს როგორც ხელისუფლების მხრიდან მედიის რეგულირების მცდელობას.

მაკრონის თქმით, მედიაეთიკის საბჭო ჟურნალისტთა პროფესიას საფრანგეთში საფრთხეს არ უქმნის.

„ჩვენ ყველა ვართ ცრუ ინფორმაციის, ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის წინაშე“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, „საჭიროა, განვასხვავოთ, ვინ არის ჟურნალისტი და ვინ არა“.

1tv.ge

Next Post

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა

ხუთ იან 16 , 2020
1,036 წაკითხვასაპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი  კანდიდატი წარედგინა.  იურისტ დავით ზირაქაშვილის  კანდიდატურას,  გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე,  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.     იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის  კანდიდატურა  საპროკურორო საბჭოს  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა. ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა.  ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია – სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა […]

შესაძლოა მოგეწონოთ