საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ხუთი კანდიდატი წარედგინა

1,096 წაკითხვა

საპროკურორო საბჭოს, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, კიდევ ხუთი  კანდიდატი წარედგინა. 
იურისტ დავით ზირაქაშვილის  კანდიდატურას,  გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე,  რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია.    
იურისტ ვიქტორ ახალბედაშვილის  კანდიდატურა  საპროკურორო საბჭოს  ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა.
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა. 
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია – სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა. 
ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი კი საპროკურორო საბჭოს  სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა. 
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის14 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge  აიტვირთება. 
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით. 

Next Post

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო

პარ იან 17 , 2020
1,096 წაკითხვაამერიკის შეერთებული შტატების სენატში პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო. აშშ-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის წინაშე სენატორებმა ფიცი დადეს. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი, მის მიერ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან განხორციელებული სატელეფონო ზარის გამო დაიწყო. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის პრეზიდენტი თავის უკრაინელ კოლეგას მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა. აშშ-ის […]