„სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა“

2,489 წაკითხვა

„სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა“, – ეს განცხადება „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე პარტია “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა.

ოქრუაშვილის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

„როგორც მოსალონდელი იყო და სხვას არც ველოდით, საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღიანი ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა, გადმოგვიგდო გადაწყვეტილება იმისთვის, რომ ჩვენ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ახლა გვაქვს არჩევანი: გავასაჩივროთ ეს განჩინება თუ ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღა. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ იურისტებთან. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი განცხადება წილების გასხვისებაზე, ყადაღის დადებაზე და ოთხშაბათს მივიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა და იქვე დასძინა, რომ სასამართლო კვლავ შერჩევითი სამართლის პრინციპით მოქმედებს, რადგან მან ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში 2017 წელს შეტანილი განცხადების ზუსტად იდენტური განცხადება შეიტანა, რომელიც ხალვაშს დაუკმაყოფილეს და „რუსთავი 2“-ის წილებს ყადაღა დაადეს.

Next Post

როგორ დაიწყო რუსთავი2 -ის წართმევა – დავით დვალის ინტერვიუ და ნიკა გვარამიას ჩართვა (2013)

ორშ ივლ 22 , 2019
2,489 წაკითხვა