გენპროკურორობისთვის იურისტი გელა ჩივაძე იბრძოლებს

2,510 წაკითხვა

საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად საპროკურორო საბჭოს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოცხადებული ერთთვიანი საჯარო კონსულტაციები დასრულდა. აკადემიურმა წრეებმა, სამართლის დარგის სპეციალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპროკურორო საბჭოს 17 კანდიდატი წარუდგინეს. გენერალური პროკურორის პოსტის დასაკავებლად იურისტი და უფლებადამცველი გელა ჩივაძე იბრძოლებს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია დამცველმა წარადგინა.

გელა ჩივაძე დაიბადა ქალაქ ტყიბულში 1967 წელს. 1999 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი. სპეციალობა- სამართალმცოდნეობა.

სამუშაო გამოცდილება

1991-1994 წწ. მუშაობდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტიში, მასწავლებელად.
1994 წელს მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს რადიო საინფორმაციო ბიუროს უფროსად.
1996-1996 წწ. საქველმოქმედო საზოგადოება „ოკრიბა“ თანამდებობა- იურისტ-კონსულტანტი.
1996-1996 წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის კანცელარიის ინსპექტორი.
1996-2002 წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის თანაშემწე.

2002-2004 წ.წ. საქართველოს გენერალური პროკურატურის აპარატის უფროსი პროკურორი.

2004 წლიდან ეწევაა საადვოკატო სამიანობას.
2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოცოაციის წევრი.

2006 წლიდან არის სრულიად საქართველოს ადამინის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.

2014-2016 წწ. საქართველოს ადვიკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტის წევრი.

2016 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზირებული ადვოკატი.

კითხულობდა ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში.

პროფესიული ტრენინგები

2003 წ. (წარმატებით) პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა -რეგ N1042
2006 წ. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სპეციალობა- სისხლის სამართალი.
2011-2011 წ.წ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია – სასამართლო ექსპერტიზა.
2012-2012 წ.წ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია- სასამართლო უნარ-ჩვევები.
2012 წ. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია -ტრენინგი ადვოკატთა ეთიკის თემაზე, განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში.
2013 წ. სსიპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია – განგრძობადი იურიდიული განათლების ფარგლებში ადვოკატთა პროფესიული ეთიკის თემაზე ტრენინგში მონაწილეობისათვის.
2013 წ. სსიპ. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია- ტრენინგში მონაწილეობისათვის თემაზე არასრულწლოვანთა მართლსაჯულებია, მედიაცია და განრიდება.
2014 წ. ამერიკის იურისტთა ასოციაცია- ტრენინგი კრიმინალისტიკა და ექსპერტიზა.
2016 წ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრენინგი.

ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.

კონსულტაციების დასრულების შემდეგ საპროკურორო საბჭო, კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, იწყებს ხელახალ კონსულტაციებს.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს, რომელიც სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს. თუ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

Next Post

„კალაძის საქმე აშკარად ცუდად არის“ - ალეკო ელისაშვილი

ორშ იან 20 , 2020
2,510 წაკითხვა„კახი კალაძეს ძალიან მალე სერიოზული პრობლემები შეექმნება“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში  ალეკო ელისაშვილი: „თუ დააკვირდებით, თვეზე მეტია, კალაძის გარემოცვის ხალხს დაარბენინებენ სუსში და ანტიკორუფციულში. ასევე „არქი ჯგუფთან“ დაკავშირებით დაკითხვები მიმდინარეობს გაშმაგებით. ისიც ვიცით, რომ „არქი ჯგუფის“ ხელმძღვანელი, დეპუტატი წულაია და კახი კალაძე ბიზნეს პარტნიორები და ბავშვობის მეგობრები არიან. ისინი კორუფციულ სქემაში არიან გახვეული. ანუ თავად კალაძეა ჩაფლული კორუფციაში, […]