„კარგია, რომ ამ გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო“ – ეკა გიგაური

გამოძიება მზად უნდა იყოს, რომელი თანამდებობის პირის ბრალეულობაც არ უნდა გამოიკვეთოს, ამ ბრალეულობისთვის მისი პასუხისმგებლობა დადგეს, – ეს განცხადება 20-21 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცავთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატთან შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ეკა გიგაურმა გააკეთა. გიგაური მიესალმება იმ ფაქტს რომ გამოძიების პროცესში სახალხო დამცველია ჩართული.

„ ძალიან კარგია, რომ ამ გამოძიებაში სახალხო დამცველი ჩაერთო. ცხადია, ის არის გარანტია იმისა, რომ ეს გამოძიება ამ ეტაპისთვის იქნება გამჭვირვალე, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს წვდომა ყველა იმ მასალაზე, რომელსაც ის ითხოვს. დღევანდელი შეხვედრა იყო ტექნიკური ხასიათის, მოგვაწოდეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ადამიანი დაიკითხა, ზოგადად რა ტენდენციები გამოიკვეთა ამ დაკითხულ ადამიანებში, ასევე იმ ტაქტიკასთან დაკავშირებით, რომელიც აირჩია გამოძიებამ.

უკვე იმის შემდეგ რაც ყველა იქნება დაკითხული, გამოიკვეთება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობაც. ამის შემდეგ ძალიან კრიტიკული მომენტი დგება: დადგება თუ არა ამ პირების პასუხისმგებლობა. დღეს რასაც ვხედავთ, პასუხისმგებლობა გადადის რიგით პოლიციელებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძიება არის მზად იმისთვის, რომ უკვე მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დააყენოს იმიტომ, რომ როგორც დაკითხულების ინფორმაციიდან ჩანს, კონკრეტულ პოლიციელებს ჰქონდათ კონკრეტული ბრძანებები – გამოკითხულთა უმეტესობა ამბობს, რომ ტანს ზემოთ უმიზნებდნენ, რეალურად დაზიანებული ადამიანებიც, ძირითადად, ტანს ზემოთ არიან დაზიანებულები“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„კარგად ვიცით, სად არის სიმართლე, ჩვენ აქ მოვდივართ და ამ სიმართლეს ვეუბნებით“

ოთხ ივლ 17 , 2019
წაკითხვა: 56 შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურის ყველა კითხვას პასუხი გასცა. ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებსგენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას. „მოგეხსენებათ, რომ გენერალური პროკურატურა იძიებს სამოხელეო ნაწილში გადაცდომების შესაძლებლობას და საერთოდ ამ ღონისძიებას. კითხვები ბევრი იყო და შესაბამისად ჩემი მხრიდან იყო პასუხი გაცემული. რამდენჯერაც დამიბარებენ და საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვალ. მე არ მაქვს, […]