კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის პრემიერად შესაძლო დაბრუნებაზე

1,686 წაკითხვა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის.

„არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ პროექტებს, ელოდება სიახლეებს. მოდი, ჩემს თავზე, როგორც დედაქალაქის მერი და იმ ადამიანებზე ვიტყვი, ვინც ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, იყოს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, იყოს სკვერები, პარკები, იყოს ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორებული, ამისთვის უამრავი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. 2020 წელი იქნება განსაკუთრებული თბილისისთვის, თბილისელებისთვის და ამას მოსახლეობა დაინახავს“, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კითხავს მოქმედი პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კალაძემ განაცხადა, რომ „ეს არ არის სწორი ინფორმაცია“.

ipn.ge

Next Post

ცვლილებები პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე - გვჭირდება თუ არა ამერიკული სამხედრო ბაზები?

სამ იან 21 , 2020
1,686 წაკითხვადარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ა.წ. 9 იანვარს კაცობრიობა შიშნარევი გრძნობით ელოდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას, ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ, ერაყში განლაგებულ ორ ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმასთან დაკავშირებით. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეთაურის, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის მიერ, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ბრძანებით მოკლული ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის დაკრძალვისას გაკეთებული განცხადების მიხედვით ირანის საპასუხო მოქმედება უდავოდ უნდა ყოფილიყო შურისძიების […]

შესაძლოა მოგეწონოთ