„ციხეში ე.წ. მაყურებლები შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას“

1,716 წაკითხვა

„ციხეში ე.წ. მაყურებლები თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას“, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა (cpt) შარშანდელ ანგარიშში ძალიან ხმამაღლა დაადასტურა, რომ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში ნამდვილად არსებობენ ე.წ. მაყურებლები, ეს ეხებოდა მე- 15 დაწესებულებას. ჩვენმა მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ე.წ. მაყურებლები არსებობენ როგორც ნახევრად ღია ტიპის, ასევე დახურულ დაწესებულებებში, სადაც ეს ადამიანები მიუხედავად იმისა, რომ დახურული რეჟიმია, თავისუფლად გადაადგილდებიან, შედიან საკნებში, აგროვებენ ე.წ. საერთოს, უგვარებენ პრობლემებს ადმინისტრაციას, ეუბნებიან პატიმრებს, რომ არ დაწერონ საჩივარი და ისინი თავად მოუგვარებენ პრობლემებს. აქვს ადგილი გარიყვას, იძულებას, შევიწროებას, რომ მონაწილეობა მიიღონ საერთოს აკრეფვაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირიყებიან მათი სოციუმიდან და ექვემდებარებიან ჩაგვრას“  – განაცხადა ლომჯარიამ.

 

Next Post

წულუკიანის პასუხი ლომჯარიას-„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც“

სამ იან 21 , 2020
1,716 წაკითხვა„ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, ჭორებიც, არაპროფესიონალიზმიც და იმდენად ავღელდი, რომ ნამდვილად მჭირდება დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრამდე მოხსენებით სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია წარსდგა. „ჩვენ ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ სიმართლეც, მოვისმინეთ ჭორებიც, მოვისმინეთ არაპროფესიონალიზმიც და მოვისმინეთ კიდევ ბევრი სხვა იმგვარი რამ, რაც, თუ ხუმრობით დავიწყებდი ჩემს გამოსვლას, იმდენად […]

შესაძლოა მოგეწონოთ