„გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს“

1,891 წაკითხვა

„მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს“, – ამის შესახებ გია ხუხაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ის კონგრესმენების წერილს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის თქმით,  ბოლო თვეების განმავლობაში კრიტიკა საკმარისზე მეტი იყო. ხუხაშვილის მოსაზრებით, ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ წერილზე, გამოხმაურებაზე აგდებით გასცეს პასუხი და ამით დახუროს თემა, სინამდვილეში, კი პრობლემა უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს.

„დასავლეთში, უკვე ყალიბდება წარმოდგენა, თუ რა ტიპის მმართველობითი სისტემაა საქართველოში და ეს არის მთავარი პრობლემა. ფაქტობრივად, თუ ჩვენ შევაჯამებთ ამ რიტორიკას, ამ წერილებს პოლემიკას და ა.შ. ერთ რამეს დავინახავთ – დასავლეთი უკვე რწმუნდება იმაში, რომ საქართველოში არის გარკვეული ტიპის ჩრდილოვანი ავტორიტარიზმი. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ გახარიას წერილით მიმართა, წერილით რეალურად ხომ გახარიასთვის არ მიუმართავთ?! ეს არის შემთხვევა, „მულო შენ გითხარი და რძალო შენ გაიგონეო“. ანუ, ეს წერილი მიწერილი არის ბიძინა ივანიშვილისთვის. გახარია არის ჩვეულებრივი ფოსტალიონი, რომელსაც წერილი გადასაცემად გაუგზავნეს. ამიტომ ამ წერილს გახარია, როგორ გამოაქვეყნებდა, სანამ სხვაგან არ მიიღებოდა გადაწყვეტილება”,-აცხადებს ხუხაშვილი.

Next Post

ემუქრება თუ არა საქართველოს კორონავურუსის საფრთხე - შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში

ხუთ იან 23 , 2020
1,891 წაკითხვაჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავურუსის საკითხზე შეხვედრა იმართება. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ. შეხვედრაზე იმსჯელებენ შესაძლო საფრთხეების თაობაზე, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეჯერდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, […]

შესაძლოა მოგეწონოთ