აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, სამშაბათს ის გამოაქვეყნებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას, მანამ, ვიდრე ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ვაშინგტონს ეწვევა.
ტრამპის თქმით, თავდაპირველად შესაძლოა, პალეტინელებს მის გეგმაზე ცუდი რეაქცია ჰქონდეთ, „მაგრამ საბოლოოდ ის მათთვის სასარგებლო იქნება“.
„დიდებული გეგმა მაქვს. ეს ის გეგმაა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. პალესტინელებს მოკლედ ვესაუბრე, თუმცა რაღაც დროის მერე გავესაუბრებით. დარწმუნებული ვარ თავდაპირველად მათი რეაქცვია შესაძლოა, ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიური იქნება“,-განაცხადა ტრამპმა.
თემაზე კომენტარი პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ნაბილ აბუ რუდეინაჰმეც გააკეთა და განაცხადა, რომ პალესტინა „აფრთხილებს ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“.
შეგახსენებთ, მომავალ კვირას, ისრაელის პრემიერ-მინისტი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აშშ-ში გაემგზავრება.
ipn