რატომ გაჩნდა კორონა ვირუსი ჩინეთში?

1,889 წაკითხვა

რატომ გაჩნდა კორონა ვირუსი ჩინეთში? – ამ კითხვით იწყებს ვრცელ პოსტს ‘finex 1970″-ის ანალიტიკოსი ნიკოლოზ შენგელია, რომელიც საკუთარ ვარაუდს გამოთქვამს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით.

“კორონა ვირუსმა ნავთობის ფასის დაცემის პარალელურად ,(რაც 25 იანვრის პროგნოზით ვივარაუდეთ) ასევე ფინანსურ ბაზრების დაცემაც გამოიწვია .

შანხაი კომპოზიტის ინდექსი დაეცა -2,75% ით
იაპონური ნიკეის ინდექსი -2%ით
სტანდარტ ფურის ინდექსი -1,5% ით
ასევე დაეცა რუსეთის ბირჟის ინდექსებიც
ნავთობი დაეცა -2% ით
სპილენძის ფასი დაეცა -2,5% ით
პალადიუმის ფასი -4% ით.

ბლუმბერგის გათვლებით მაკაოში ,რომელიც აზარტული თამაშების დედაქალაქადაა წოდებული მოთამაშეთა რაოდენობა 80% ით შემცირდა.
ჩინეთში ეკონომიკური პროცესების ტემპი ნელდება. ასევე მცირდება ჩინეთის მხრიდან საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციისა და ნედლეულის შესყიდვები.

საფონდო ბაზრებზე ასეთი მგომარეობა სავარაუდოდ კიდევ 3 კვირის განმავლობაში შენაარჩუნდება.(თუ კიდევ რაიმე განსაკუთრებული არ მოხდა ჩინეთში)
კორონა ვირუსმა საფონდო ბაზრების კორექცია დააჩქარა.
გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია ფასები გაიზარდოს გაზზე.
ინვესტორები თავიდან იცილებენ რისკიან აქტივებს.
ამ ფონზე ძლიერდება აშშ დოლარი,ოქრო,ფრანკი და იაპონური იენა.
___________________________________________

ახლა მოკლე ისტორიული მიმოხილვა და კითხვა,რატომ ჩინეთი?

კაპიტალიზმი კლასიკური გაგებით ეს არის წარმოების ზრდა გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად.მაგრამ იმისათვის რომ მოთხოვნა გაიზარდოს ამისათვის საჭიროა ხალხს ქონდეს ფული. ხოლო იმისათვის, რომ ხალხს ფული ქონოდა დაიწყო მათვის ფულის მიწოდება კრედიტების სახით.(სამომხმარებლო კრედიტის სახით). მოკლედ კრედიტების რამოდენიმე სერიამ რომელიც დაიწყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან გარკვეულ დონემდე ჩაიტრია მსოფლიო მოსახლეობა და ვალების წიაღში. ხალხს აღარ ქონდა ფული რომ დაეფარა აღებული კრედიტები ,აქ უკვე წამოვიდა შემდეგი ახალი ტალღა,იაფფასიანი კრედიტის სახელწოდებით, ანუ იმისათვის რომ დაეფარათ ძველი კრედიტები მიაწოდეს ახალი,შედარებით დაბალ პროცენტად და დაიწყო ახალი კარუსელი.გადაიფარა ძველი და ცოტა დარცენილი ფულით კიდევ შეეძლოთ რამის ყიდვა.მოკლედ ვალებში გაეხვა სახელმწიფოებიც.ამიტომაც დღის წესრიგში დგას გადაიტვირთოს ეს სიტემა.

მოკლედ აქვე ასევე გავიხსენოთ ის ამბებიც ,იმისათვის რომ აშშ ს და სხვა განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს გაეყიდა პროდუქცია, იგი უნდა ყოფილიყო იაფი.ამიტომაც ნელ ნელა წარმოებებმა (იაფი მუშა ხელის გამო ) გადაინაცვლა აზიისა და აფრიკის ქვეყნებში. ანუ ამ ქვეყნაბში ხალხს უნდა ემუშავა თვეში ერთი ტომარა საჭმლისათვის და შექმნილი პროდუქცია უნდა გაყიდულიყო ასევე იაფად განვითარებულ ქვეყნებში. აი ამ სისტემაშიც მოხდა შეფერხება. კერძოდ გაიხსნა თუ არა ჩინეთში ახალი საწარმოები,ჩინელებმა აქტიურად დაიწყო თავისი ეკონომიკის განვითარება და ბოლოს არ ემორჩილებოდა იმ მითითებებს რაც მოდიოდა ოკეანის გაღმიდან.

მოკლედ ამჯერად აქ გავჩერდები და ვიფიქროთ ვერსიაზე რა დანიშნულება აქვს კორონა ვირუსს.?

რატომ გაჩნდა ის ჩინეთში? თუ საუბარია ანტისანიტარიაზე და იმ საკითხზე, რომ ჩინეთი იკვებება ისეთი პროდუქტებით ,რომელიც სხვა სახელმწიფიების ბინადართათვის მიუღებელია, მაშინ გავიხსენოთ ინდოეთიც იქვე ახლოსაა, რომელიც უარესი ანტისანიტარისაა და ეპიდემიის ბუდეა..

დავსვათ კითხვა და დავფიქრდეთ,რატომაა უმეტესი ეპიდემიის კერა ჩინეთი და არა თუნდაც ინდოეთი?. ასევე გავიხსენოთ ქათმის გრიპის ვირუსი,ღორის გრიპისა და პნევმონიის ვირუსები.

რა ხდებოდა ამ დროს?

თავიდან სამი ოთხი თვის განმავლობაში იყო დიდი შეშფოთებები და შემდეგ ნელ ნელა მივიწყებას მიეცემოდა ეს ყველაფერი. მოკლედ ჯერ ჯერობით თავად განსაჯეთ იფიქრეთ და თუ დრო მექნა ჩემს ხედვას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ.” – წერს ნიკოლოზ შენგელია.

Next Post

„ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია“- გია ხუხაშვილი

ოთხ იან 29 , 2020
1,889 წაკითხვა„სამწუხაროდ, ტენდენცია შემაშფოთებელია“ – აცხადებს გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი. მისი თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით სულ უფრო მეტ შეცდომებს უშვებს: „ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს. შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს. ხელისუფლება პოლიტიკური აფექტის მდგომარეობაშია, რაც გამოწვეულია ძალაუფლების დაკარგვის შიშით. შესაბამისად, ეს აგონიაც ამის შედეგია. სამწუხაროდ, ამ ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ ნაციონალური მოძარობა არ არის, მთლიანად საზოგადოებაა. ხელისუფლება უკვე […]