კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოცხადდა

1,561 წაკითხვა

კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელს მსოფლიოზე გავრცელდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, საჭიროა ყველა ქვეყანაში იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა ამ ინფექციასთან ბრძოლისა და პრევენციისთვის.

„მოგეხსენებათ, გუშინ გვიან ღამით დამთავრდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა განხილული სიტუაცია ჩინეთში და ჩინეთის გარეთ. საგანგებო კომიტეტმა მიმართა რეკომენდაციით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ბატონ ტედროსს, რომ გამოცხადდეს საერთაშორისო მნიშვნელობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა და ბატონმა ტედროსმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე ეს მდგომარეობა გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ე.წ განგაშის თამასა, რომელიც მხოლოდ ჩინეთისთვის იყო 10 დღის წინ გამოცხადებული, გავრცელდა მთელს მსოფლიოზე. ანუ საჭიროა, რომ ყველა ქვეყანაში, ყველგან იყოს განსაკუთრებული მზადყოფნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ აფასებს. ეს გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ipn.ge

Next Post

გიორგი ლაღიძე -„ქვეყნის იმიჯისა და სტაბილურობისათვის, ეს იქნება სასიცოცხლოდ დამაზიანებელი“

პარ იან 31 , 2020
1,561 წაკითხვაპარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სენატორების მიერ გამოგზავნილ წერილებს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს, რომელიც უკვე ქვეყნის უცხოელი პარტნიორებისთვის აშკარაა: „მე ვფიქრობ, ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა უპასუხოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების წერილებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფელებას დემოკრატიის მშენებლობის კუთხით პრობლემები აქვს. ჯერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ დაპირებამ, რომ 2020 წლის […]

შესაძლოა მოგეწონოთ