„ივანიშვილი, იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია იმყოფება ასე მარტივად არ გამოვა“

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე  „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოარული ხმები გაზვიადებულია, რაც შეეხება წულუკიანის თანამდებობიდან წასვლას, შარაშენიძე აცხადებს, რომ:

„ვფიქრობ, რომ არ დაბრუნდება და ეს მოარული ხმები გაზვიადებულია. ჯერ ერთი, საკანონმდებლო პრობლემები აქვს, მეორეც, ის იმ კომფორტის ზონიდან, რომელშიც დიდი ხანია, იმყოფება, არ გამოვა ასე მარტივად.  დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად წავა წულუკიანი. აქ მნიშვნელობა აქვს ერთ რაღაცას, რამდენად სწორად დააკომპლექტებენ იმ კაბინეტს, რომელიც არჩევნებს მოიგებს. ესაა მთავარი, თორემ პარლამენტში ვინ იჯდება და წულუკიანი თავის გესლიან ფრაზებს პარლამენტიდან ისვრის თუ მინისტრთა კაბინეტიდან, ამას რა მნიშვნელობა აქვს.“ – აცხადებს შარაშენიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *