„30 წელია გამოცდილი ნარკოტიკია… ”ბოლავს” კაცს – ეს საქართველოა“

2,236 წაკითხვა

საქართველოს ხელისუფლება რომ რაიმე ფორუმს ატარებდეს და რუსეთის ხელისუფლება მიიწვიოს, ამან შეიძლება გამოიწვიოს წინააღმდეგობა, თუმცა, გასარკვევი იქნება, რაზეა ფორუმი, და რაზე იქნება რუსეთთან საუბარი – თუ პრობლემებზე, მაშინ პოლიტიკოსის ვალია ისაუბროს, რომ მოაგვაროს პრობლემები.

თუ საქართველოში ფორუმს ევროსაბჭო ატარებს და რუსეთი ევროსაბჭოს წევრია, წინააღმდეგობას გვარიანი ქაჯური და პოლიტიკური სიბეცის ნიშანი ადევს: შენი პრეტენზიები საჯაროდ შეგიძლია ამ დიდ ფორუმზე განაცხადო და სერიოზული ტრიბუნა გამოიყენო…

მაგრამ ამ ბელადების მოყოლილ ბალასტ პოლიტიკურ სპექტრში ამდენი ქაჯი და არაპოლიტიკური აზროვნების ადამიანი რომ ახლა უაზროდ ყელყელაობს, არიქა, ლავროვს არ შემოვუშვებთ საქართველოშიო, და ხალხს კიდევ მოსწონს ეს პოლიტიკური კრეტინიზმი და ამ ბალასტის იმედი აქვს, –
აბა, რა ხეირი უნდა იქნას?!

“გულმხურვალე” განცხადებები და თეატრალური ყალბი პერფორმანსები სასაცილოა და მათში მონაწილე ყალბი და ზერელე ადამიანები კი უბადრუკნი.

მაგრამ ეს საქართველოა!
აქ უნდა იბაქიბუქო არაფრის გამო, რადგან საქმის კეთება პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობას მოითხოვს…
როცა არც ერთი გაქვს და არც მეორე, არწივისებური მზერა უნდა დაიჭირო და… პოლიტიკურ დემაგოგიას დააწვე.
უყვართ ქართველებს დემაგოგები, –
რომ უსმენენ, ტანში აჟრიალებთ… არადა, ეს გრძნობა ნარკოტიკივითააა… 30 წელია გამოცდილი ნარკოტიკია… ”ბოლავს” კაცს!“

დემურ გიორხელიძე

Next Post

სპეციალური განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

შაბ თებ 1 , 2020
2,236 წაკითხვადაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოციალური ქსელის მომხმარებლებს პირადი შეტყობინების სახით უგზავნიან ხმოვან გზავნილს იმის შესახებ, რომ საქართველოში კორონავირუსი დავიქსირდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ განცხადებას. “უკანასკნელ საათებში სოციალური ქსელებით ვრცელდება სრულიად დაუსაბუთებელი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი ხმოვანი გზავნილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია განაცხადოს: ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და […]