სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს

2,025 წაკითხვა

სურსათის ეროვნული სააგენტო სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება საცხობებზე (სახაჭაპურეებზე). შემოწმების ძირითადი მიზანია, წარმოებაში გამოყენებული ყველის წარმომავლობის მიკვლევადობის დადგენა.

თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შემოწმდა. ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი. სააგენტოს სპეციალისტებმა აგრეთვე ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშები აიღეს.

„მიმდინარე წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. აღნიშნული დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასადა რეალიზაციას.

ვინაიდან, ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები, სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები. ყოველივე ეს, ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინტერესებისა და ჯანმრთელობის დაცვას, აგრეთვე კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვასილ ბასილაძემ.

Next Post

ემზარ ჩხეტიანი - „როდესაც აფხაზებმა საზეიმო მაშხალებით გააჩირაღდნეს ცა, ვუყურებდი ზეცას და ცრემლები მახრჩობდა“ -„ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“

შაბ თებ 1 , 2020
2,025 წაკითხვალალი ცერაძე – ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი „ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები“, სადაც ვიხსენებთ აფხაზეთსა და სამაჩბლოში განვითარებულ საომარ ბატალიებს. ამჯერად შემოგთავაზებთ კოდორის ხეობის მოხალისეთა რაზმის მეთაურის მოგონებებს ფრონტის წინა ხაზზე და მის მიერ განცდილ და გადატანილ წარსულის ხედვას. (მეორე ნაწილი) გაგრის დაკარგის შემდეგ სოხუმის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. იქმნებოდა ახალი ბატალიონები და სოხუმელები დამცველთა რიგებში დგებოდნენ. გაგრაში მოწყობილი ქართველების ეთნოწმენდის […]