საქართველოში 8150 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული

1,988 წაკითხვა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, გასული წლის აღნიშნულ პერიოდში 41 შეთხვევა დაფიქსირდა.  სულ საქართველოში რეგისტრირებულია 8150 აივ ინფიცირებული პირი. მათ შორის 6081 მამაკაცია და   2069   ქალი.

 პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  4271 პაციენტს განუვითარდა, 1645 გარდაიცვალა. რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია:

38.0 %   (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

 48.4 %  (3942) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად

11.2 %  (914) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან 

1.3 %   (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით

0.5 %   (38) – სისხლის რეციპიენტია;  0.7 %   (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3007 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის  მოქალაქეა 2 დაუდგენელი)

სამეგრელოში 1132, იმერეთში 982, აჭარაში 918, აფხაზეთში 525, კახეთში 402,  ქვემო ქართლში 468, შიდა ქართლში 302,  გურიაში 174,  სამცხე-ჯავახეთში 109) და ა.შ. ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზის მიხედვით სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ  შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა.  27   გარდაიცვალა.   3 გავიდა ქვეყნიდან.

განაწილება ინფიცირების გზების მიხედვით:  (დედიდან) გადაცემით – 108 შემთხვევა (მათგან 1 – ძუძუთი კვებით);

სისხლის გადასხმით – 4

დაუდგენელი – 2.

აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.

ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად შიდსის ცენტრში მუშაობს ცხელი ხაზი

239-80-18

Next Post

კობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა - წინასწარი ინფორმაციით არის მსხვერპლი

სამ თებ 4 , 2020
1,988 წაკითხვაკობი-გუდაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა, ტვ „პირველი“-ს ინფორმაციით, შემთხვევის შემდეგ, გზაზე მიმავალი მანქანა ხევში გადავარდა, რა დროსაც დაიღუპა ქალბატონი და დაშავდა მმასთან ერთად მყოფი ორი მგზავრი.  სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შესაძლოა მოგეწონოთ