ძალოსნობის ფედერაცია ლაშა ტალახაძის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმიანება

3,164 წაკითხვა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნლი ფედერაცია, ლაშა ტალახაძისა და პრემიერის ერთობლივ ფოტოსთან დაკავშირებით ატეხილ ისტერიკას ეხმიანება:

“ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენებს საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ უმასპინძლა, რაც მიღებული პრაქტიკაა. ყოველთვის, ნებისმიერი მმართველობის დროს ყველა ქვეყნის მთავრობა სპორტსმენებს ხვდება და ასე მოხდა ამჯერადაც.

ქართველი წარმატებული სპორტსმენები პრემიერთან იმყოფებოდნენ ტრადიციულ შეხვედრაზე, სადაც სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს და მათ შორის იყო ჩვენი ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი ლაშა ტალახაძეც.

სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულმა სპორტსმენთა ფოტომ საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. კაცობრიობამ სპორტი შექმნა მსოფლიო ერების დასაახლოებლად და ადამიანების გასაერთიანებლად.

სპორტი მშვიდობის სიმბოლოა დედამიწაზე. სპორტული ოლიმპიადები, ფესტივალები და ჩემპიონატები მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ საკუთარი ძალების და ნიჭიერების წარმოსაჩენად მშვიდობიანი ფორმით. ნებისმიერი სახელმწიფო და ქვეყნის ლიდერი პატივს მიაგებს საკუთარ გამოჩენილ სპორტსმენს თუ ადამიანს, რომელიც სამშობლოს სახელს მსოფლიო ასპარეზზე გაიტანს. საქართველოს წარმატებულ ჩემპიონებთან პრემიერის შეხვედრა ნიშნავს იმას, რომ მათ საქმიანობას სახელმწიფო აღიარებს.

ამიტომ პოლიტიკურ ძალებს მოვუწოდებთ, ნუ აქცევენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეს, პლანეტის უძლიერეს ძალოსანს პოლიტიკური თამაშების სამიზნედ. დიდი მადლობა ჩვენი ძალოსნების გულშემატკივრებს, თქვენი მხარდაჭერა უდიდესი სტიმული და მოტივაციაა მომავალი გამარჯვებებისთვის, რომელსაც მალე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ვიზეიმებთ.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი კახი კახიაშვილი”– ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძის მიმართ ისტერიკა ატეხეს ზუკა ბერძენიშვილმა და ნიკა გვარამიამ, შესაბამისად მათმა თანამოაზრეებმა.

Next Post

ნინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს

ხუთ თებ 6 , 2020
3,164 წაკითხვანინო კალანდაძემ, ზაზა ბიბილაშვილმა და მარიამ გერსამიამ “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს. შესაბამის განცხადება ჭავჭავაძის ცენტრის წარმომადგენელთა სახელით გაავრცელეს. “საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ უკვე თითქმის 2 წელია, სრულად ჩამოვშორდით პარტიულ საქმიანობას და, ჩვენს კოლეგებთან ერთად, მთლიანად ფოკუსირებული ვართ „ჭავჭავაძის ცენტრის“ განვითარებაზე – ცენტრისა, რომლის გრძელვადიანი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოების ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას სამოქალაქო განათლების, კრიტიკული აზროვნებისა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გავრცელების გზით. ამ […]