როდის დასრულდება კორონავირუსის ეპიდემია

1,339 წაკითხვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება.

ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე „ამერიკის ხმის“ თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს. 

„რაც შეეხება კორონავირუსს, ხალხი ფიქრობს, რომ ის აპრილში სიცხეების გამო დასრულდება. სიცხე კლავს ამ ტიპის ვირუსს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე. 

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით კარგი მდგომარეობა . 
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსის 12 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 908-ს მიაღწია.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

რა არის კორონავირუსი და რა რეკომენდაციებს აძლევს მოგზაურებს ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ცენტრი, იხილეთ მითითებულ ბმულებზე.

იმედი

Next Post

„არანაირი პიროვნული სიმპატია არ გამაჩნია გიგი უგულავას მიმართ, მაგრამ..“

ორშ თებ 10 , 2020
1,339 წაკითხვა არანაირი პიროვნული სიმპატია არ გამაჩნია გიგი უგულავას მიმართ, მაგრამ მძულს, მეზიზღება ადამიანების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ის. კანონის, სამართლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მისი სრული არარსებობა რომ ქვეყნის და ყველა მოქალაქის ტრაგედიაა, ამის ახსნა-განმარტების სიბეჯითე არ მყოფნის. ნათია ფანჯიკიძე