რუსეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

1,550 წაკითხვა

ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები რუსოფობიის ახალი ტალღაა, – ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის საელჩო აცხადებს.

„აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სპირალის შექმნის მოწმეები კიდევ ერთხელ გავხდით. ეს რუსოფობიის კიდევ ერთი ტალღაა,“- წერს რუსეთის საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაუწესა.

„გვსურს, ჩვენს კოლეგებს ვაშინგტონში შევახსენოთ, რომ ასეთ საკითხებზე სანქციების დაწესების უფლება მხოლოდ გაეროს აქვს. ამისთვის სერიოზული საფუძველია საჭირო. აშშ-ის ადმინისტრაციამ კიდევ ერთხელ ვერ შეძლო მტკიცებულების წარმოდგენა,“- წერს რუსეთის საელჩო.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ რუსულ კომპანიას ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან მიმართებაში მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ აშშ-ის კანონის დარღვევისთვის სანქციები დაუწესა.

 

Next Post

22 Ways To Improve Your Digital Employee Experience In 2022

პარ თებ 14 , 2020
1,550 წაკითხვა Content How To Manage Remote Employees One Final Work From The Office Vs Work From Home Break So, What Does Working Remotely Really Mean? Create A Personal Website Become Familiar With Any Remote Work Policies Gain Experience Working Remotely Now, as companies weigh their future with remote work, leaders must shift from helping their company survive virtual work, […]

შესაძლოა მოგეწონოთ