„არ მინდოდა ბავშვი ივანიშვილის დაბადების დღეზე გაჩენილიყო და ცოლს წინა დღით საკეისრო გავუკეთე” – ზვიად კუპრავა

3,467 წაკითხვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა, საკუტარი ფეისბუქის გევრდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ამბავი ერთი კაცური კაცისა…
4 წლის წინ, ნიკუშას დაბადებამდე 2 კვირით ადრე ექიმებმა ბავშვის დაბადების დრო აბსოლიტური სიზუსტით გვითხრა და ეს თარიღი იყო 18 თებერვალი.
ალბათ უცნაური აქ არაფერი არ არის, რომ არა ერთი ჩვენთვის არც თუ უმნიშვნელო გარემოება. კერძოდ, 18 თებერვალს გაჩენის დღეს აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი..
სწორედ ამ მიზეზით, ვინაიდან არც მე და არც ხატიას არანაირი სურვილი არ გვქონდა ივანიშვილის გაჩენის დღე ყოფილიყო ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი თარიღი, გადავწყვიტეთ ნიკუშა დაბადებულიყო წინა დღეს, საკეისრო კვეთით.
ასე დაიბადა ნიკოლოზ კუპრავა ერთი დღით ადრე, 2016 წლის 17 თებერვალს.
ალბათ იფიქრებთ, რომ ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ჩვენც ხომ არანორმალურები ვართ.
ვულოცავ ნიკოლოზს დაბადების დღეს.. პირველ რიგში მინდა, რომ ის გაიზარდოს ჯანმრთელი და ბედნიერი, განვითარებულ, ძლიერ საქართველოში. მჯერა, რომ ცოდნას და ენერგიას, რომელსაც ის მომავალი წლების განმავლობაში დააგროვებს, ჩვენი სახელმწიფოს, საქართველოს მეტ განვითარებას მოახმარს!
თუმცა ჩვენ, ჩვენმა თაობამ უნდა მივცეთ მას და მის თაობას პირობა, რომ ჩვენს შვილებს სახელმწიფოს ჩავაბარებთ!
გილოცავ დაბადების დღეს, მამას სიცოცხლევ და სიხარულო“ – წერს ზვიად კუპრავა. 

Next Post

„9 წელი კრიმინალებს ასამართლებდა ნაციონალური ხელისუფლება, დღეს კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას“

ორშ თებ 17 , 2020
3,467 წაკითხვა„9 წელი კრიმინალებს ასამართლებდა ნაციონალური ხელისუფლება. დღეს, უკვე 8 წელია, კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მეგი გოცირიძე: „ვინმეს ხომ არ დაავიწყდა მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი?! რატომ გაიყვანეს მერაბიშვილი? მარტო ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მიშაზე და იქვე დაიხურებოდა მაგის საქმე. გამოვიდოდა და იცხოვრებდა ბედნიერად, როგორც მისი მოადგილე, გამყიდველი, გარეწარი მესხელი, ისე იქნებოდა ვანოც ხელშეუხებელი და კუნძულზე იცხოვრებდა. […]