„9 წელი კრიმინალებს ასამართლებდა ნაციონალური ხელისუფლება, დღეს კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას“

„9 წელი კრიმინალებს ასამართლებდა ნაციონალური ხელისუფლება. დღეს, უკვე 8 წელია, კრიმინალები ასამართლებენ ნაციონალურ მოძრაობას“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში მეგი გოცირიძე:

ვინმეს ხომ არ დაავიწყდა მერაბიშვილის გაყვანის ფაქტი?! რატომ გაიყვანეს მერაბიშვილი? მარტო ერთი სიტყვა უნდა ეთქვა მიშაზე და იქვე დაიხურებოდა მაგის საქმე. გამოვიდოდა და იცხოვრებდა ბედნიერად, როგორც მისი მოადგილე, გამყიდველი, გარეწარი მესხელი, ისე იქნებოდა ვანოც ხელშეუხებელი და კუნძულზე იცხოვრებდა. ან ბაჩო ახალაია რისთვის ჰყავთ ციხეში. წიწაკის სროლაზე, კომბოსტოს სროლაზეო, 13 უაზრო ბრალდება იყო მის მიმართ. 13-ვე საქმეზე მოუხსნეს და რა დაუტოვეს ბოლოს?! გარეწარი ბედუკაძე, რომელიც თვითონ აწამებდა, თვითონ აუპატიურებდა და თვითონვე იღებდა. სხვა არავინ არსებობს ბუნებაში ამ საქმეზე და სწორედ ბედუკაძეა მოწმე ბაჩო ახალაიას საქმეში. თეთრაძის წამების საქმეში მწამებელი ეუბნება ვიღაცას, დიახ, ბოსო და ეს ბოსი იყო ბაჩო ახალაიაო და აი ამაზე აქვს წაყენებული ბრალი!“ – აცხადებს გოცირიძე.

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *