პარლამენტმა ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად დაამტკიცა

1,686 წაკითხვა

საქართველოს პარლამენტმა ირაკლი შოთაძეს, გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ნდობა  82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ გამოუცხადა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას მეორედ 6 წლით დაიკავებს.

საპროკურორო საბჭომ ირაკლი შოთაძე 7 თებერვალს, 12-დან 11 ხმით აირჩია. გენერალური პროკურორობის კონკურსში, საერთო ჯამში, 17 კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ორმა პირადი განცხადებით საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გენერალურ პროკურორს პარლამენტი 6 წლით აირჩევს.

საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ დაამტკიცა.

Next Post

„ქართველი სნაიპერების უკრაინული მაიდანი და აღიარება 5 წლის შემდეგ“

სამ თებ 18 , 2020
1,686 წაკითხვა სატელევიზიო გადაცემაში „მედიატორი“ განხილულია უკრაინის მოვლენებში სააკაშვილის მომხრეების ბნელით მოცული საქმიანობა – „ქართველი სნაიპერების უკრაინული მაიდანი და აღიარება 5 წლის შემდეგ“. ჯემალ მეგრელიძის და მისი სტუმრის, დავით ჩხარტიშვილის მსჯელობა შორს სცდება სააკაშვილს და სიღრმისეულ ანალიზს გვთავაზობს, საინტერესო ფაქტებისა და გარემოებების ფონზე:

შესაძლოა მოგეწონოთ