უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა

1,994 წაკითხვა

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას ლევან იზორია იკავებდა, რომელმაც პოსტი რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის გერმანიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

ipn

Next Post

დღეს ბატონმა თამაზ მოლაშვილმა დამირეკა და რა მითხრა, იცით? - ზაზა დავითაია

ოთხ თებ 19 , 2020
1,994 წაკითხვადღეს ბატონმა თამაზ მოლაშვილმა დამირეკა – სააკაშვილის რეჟიმის, პირადად გიგა ბოკერიას მიერ ნაწამები, აწ გარდაცვლილი სულხან მოლაშვილის მამამ… რა მითხრა, იცით? – ზაზა, დადეთ ფოტო, რა მდგომარეობაში გამოვიდა ციხიდან ჩემი სულხანი და რა მდგომარეობაში – გიგი უგულავა – თავისი პირველი პატიმრობიდანო… ხალხმა შეადაროს, ვის როგორ პირობებში უწევს ციხეში ყოფნაო… გიგი ღმერთმა აცოცხლოს და მოანანიებინოს ცოდვები! გარდაცვლილი სულხანის ფოტოს გვერდით […]