ვის ემუქრები? – თინა ხიდაშელი ვანო მერაბიშვილს

2,179 წაკითხვა

თინა ხიდაშელის გამოხმაურება ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასა და მის განცხადებაზე ხელისუფლების დამხობის შესახებ:

“ქალაქში ახალი ცირკი ჩამოდგება დღეიდან. ყოველ ჯერზე როდესაც დღეს ციხიდან გამოსულ კაცზე ისაუბრებთ, ან ეთერში გეყოლებათ ან მის გმირად და რეჟიმის მსხვერპლად წარმოჩენას შეეცდებით ნუ დაგავიწყდებათ, რომ ამით გმირულ საქციელად მიიჩნევთ: პოლიციურ რეჟიმს, რეპრესიებს, დემონსტრაციის შემდეგ დატოვებულ გვამებს, მოპარულ არჩევნებს, ასობით გადამალულ და სასტიკად ნაცემ დემონსტრანტს.

ნუ დაგავიწყდებათ რომ სწორედ ეს კაცია შემოქმედი ქვეყანაში იმ ბოროტების მანქანის რომელიც დღემდე ვერ მოვიცილეთ. 

ან ბოდიში, მოიხადე, ან სინანული დაგეტყოს, ვის ემუქრები? შენ რომ დაამხობ და მერე დაბრუნდები ის ხელისუფლება ისევ დასამხობი რომ იქნება კი უნდა ხვდებოდე უკვე”– წერს თინა ხიდაშელი.

Next Post

,,აფრიალეთ ახლა ,,ოცნების“ სექტამ მერაბიშვილის დახოცილ-ნაწამები ადამიანების სიები“

პარ თებ 21 , 2020
2,179 წაკითხვა,,აფრიალეთ ახლა ,,ოცნების“ სექტამ მერაბიშვილის დახოცილ-ნაწამები ადამიანების სიები (სხვათაშორის, მამაჩემის სახელს ვერსად წავაწყდი). ეგ სია ჩვენ, ხალხს, ისედაც ზეპირად გვახსოვს და სჯობს, თქვენ ლიდერს მიართვათ, დიდი ასოებით. ვაი, თქვენს პატრონს, ყველას ერთად! ხალხს ღირსება არა, მაგრამ მკვლელების ბანდას მორალური უპირატესობა ნაღდად დაუბრუნეთ. ისე, თავად მერაბიშვილს 6 და 9 რომ ერთმანეთში ერევა, საგულისხმოა. ამოატრიალებ 6-ს, მიიღებ 9-ს. ამოატრიალებ 9-ს, მიიღებ […]