მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის სკანდალური განცხადება

მალხაზ და თემირლან მაჩალიკაშვილების ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა, “ალტ ინფოსთან” მიცემულ ინტერვიუში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესახებ ვრცლად ისაუბრა და საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები გაასაჯაროა.

ადვოკატმა კუბაშვილმა ისაუბრა მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ შემოკრებილი პირების შესახებ და განაცხადა რომ, მას კონკრეტული ადამიანები, საკუთარი პოლიტიკური და პირადი ინტერესების გამო იყენებენ.

კუბლაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ პირველ მოადგილეს სოსო გოგაშვილს, მალხაზ მაჩალიკაშვილი ბრალს კონკრეტული ადამიანების წაქეზებითა და მითითებით სდებს და რეალურად, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, გოგაშვილი მაჩალიკაშვილებს საერთოდ არ უნახავთ.

მისი განცხადებით, მაჩალიკაშვილს გოგაშვილის წინააღმდეგ კონკრეტული პირები აქეზებენ, ხოლო მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მის ძმიშვილს მორის მაჩალიკაშვილს შორის გამართული საუბარი იოსებ გოგაშვილის ოჯახის ლიკვიდაციის შესახებ, სწორედ ამ წაქეზების შედეგია.

  • -

    პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

    საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ფულის გათეთრების ბრალდებით, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების…

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი

    პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 16 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *