
„მებრძოლ პატრიოტთა კავშირი“ ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. კავშირის თავმჯდომარე ემზარ ქვარიანი აცხადებს, რომ ვეტერანებმა, ვინც უკვე არაერთხელ იბრძოლა ქვეყნის კეთლდღეობისათვის, მზად არის კიდევ ერთხელ გასწიროს თავი ქვეყნის გადასარჩენად, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ამას ქართველი ხალხი სულ მალე დაინახავს:
„2020 წლის არჩევნებისთვის დაიწყება დიდი პოლიტიკური დუღილი, გაიზრდება ზიზღი და ბოღმა. ადამიანებს, რომლებსაც ქვეყნის და ხალხის სიყვარული არ გააჩნიათ, პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერს გააკეთებენ, ხალხის ხარჯზე ნაშოვნი დოვლათის გასამტკიცებლად ყველას თავს შეაკლავენ.
მათ ეს ქვეყანა პირადი საკუთრება ჰგონიათ და როგორც უნდათ ისე მოექცევიან ქვეყანასაც და საკუთარ ხალხსაც, არადა დაავიწყდათ თუ რა დაუშავეს და რა ავნეს ქვეყანას. ამავდროულად ფიქრობენ, რომ ჩვენ მეხსიერების პრობლემა გვაქვს და არ გვახსოვს მათი ღალატობრივი ქმედებები.
უბრალოდ, კარგად მისმინეთ სუძულვილით სავსე და გაბოროტებულო მედროვეებო, არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას, ვიბრძოლებთ ისინი, ვისთვისაც ძალიან ძვირფასია ეს ქვეყანა და საკუთარი ხალხი, ვიბრძოლებთ, რომ დავუბრუნოთ საკუთარ ხალხს ურთიერთ სიყვარულის და ერთმანეთის უდიდესი პატივისცემა, რაც თქვენ ჩაუკალით. ჩემო ერო და ბერო მე თქვენ ძალიან მიყვარხართ“ – აცხადებს ემზარ ქვარიანი.