„ქართული ოცნება’“ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს

7,332 წაკითხვა

„ქართული ოცნება“ ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის გაყიდვას გეგმავს.

როგორც ცნობილი გახდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.

ამავდროულად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ „პარლამენტის ყოფილი შენობის საპრივატიზებოდ მომზადების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.“

როგორც ცნობილია, თავდაპირველი ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსება იგეგმებოდა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში შენობა შინაგან საქმეთა სამინისტროს აღარ გადაეცემოდა და ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა, რაც სააგენტოს უწყებაში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში გასული წლის იანვრიდან გადმოიტანეს, რის შემდეგაც შენობა ამ დრომდე უფუნქციოა.

ასევე შეგახსენებთ, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ინიციატივით, 2010-2012 წლებში აშენდა და მისი მშენებლობა 340 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

იპნ

Next Post

„ვისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით!“

პარ თებ 21 , 2020
7,332 წაკითხვავისაც წინა ხელისუფლების ძალადობრივი რეჟიმი და ის სისასტიკე ენატრება ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით! ვინც მიიჩნევს რომ არც ის წარსული უნდა დაბრუნდეს და დღევანდელი რეალობაც, ეს ხელისუფლებაც უკეთესით უნდა შეიცვალოს მათთან საუბარი შესაძლებელია!!! დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლმსაჯულებით იწყება ქვეყანაში სამართლიანობა!!! ეკა ბესელია