“არ მგონია, პრაქტიკულად გარდაცვლილ “ქართულ ოცნებას”, რომელიმე ლობისტურმა კომპანიამ უშველოს“

2,446 წაკითხვა

მიცვალებულს რომ ბალზამი შველოდეს, დღეს ყველა ცოცხალი იქნებოდა აცხადებს “ახალ თაობასთან“ ინტერვიუში “გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი. ჩალაგაშვილის თქმით, “ქართული ოცნება“ ლობისტურ კომპანიებში დიდ ფულს ხარჯავს, თუმცა ამ მცდელობას შედეგი ვერ ექნება:

“არ მგონია, პრაქტიკულად გარდაცვლილ პოლიტიკურ ძალას, “ქართულ ოცნებას”, რომელიმე ლობისტურმა კომპანიამ უშველოს. ან როგორ უნდა უშველონ მათ?! რა უნდა დაწერონ? რას აკეთებენ მოსაწონს? ან ისეთს, რაც დასავლეთისთვის მისაღებია?! რაზე უნდა გააკეთონ აქცენტი?!
იჭერენ პოლიტიკურ ოპონენტებს გამოგონილი ბრალდებებით, არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს, იჭერენ ასობით ადამიანს. მათ მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი ცხადყოფს იმას, რომ საქართველო მიემართება რუსეთისაკენ.
ის, რაც ხდება რუსეთში, ერთი ერთში ხდება ჩვენთან. დარწმუნებული ვარ, ყველა დავალებას იქიდან იღებს ივანიშვილი.
ჩვენ არ ვიქნებით რუსეთის გუბერნია და საქართველო გააგრძელებს დასავლური ცივილიზაციისკენ სვლას“ – აცხადებს ჩალაგაშვილი.

 

.

Next Post

,,ეგ ვანო იქნება, რომ განახებთ სეირებს… ღიად და ბლუკუნ-ბლუკუნით“

შაბ თებ 22 , 2020
2,446 წაკითხვა,,ეს ცირკის ,,სასტავი“, გაერთიანებულ ოპოზიციას რომ უწოდებს თავს და – მერაბიშვილთან არ დავსხდებითო, რომ აცხადებენ, კი მაგრამ სააკაშვილთან და ბოკერიასთან სხედან და მერაბიშვილმა ვითომ რა დააშავა? თან იმას კი არ ამბობენ, რომელ პარტიაშიც იქნება, იმას არ დაველაპარაკებოთო, არა – მაგიდასთან არ დავსხდებითო. მთელი ცხოვრება ამ ვირეშმაკებს ვუყურებ, როგორ აყრიან ხალხს თვალში ნაცარს და მაინც კიდევ მიკვირს ხოლმე უტიფრობა. გიტყდებათ […]

შესაძლოა მოგეწონოთ