ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა, სოციალურ ქსელში შემდეგი სახი პოსტს აქვეყნებს:
„ისევ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი – ჩემი ნება რომ იყოს, ეკლესიას და პოლიტიკურ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსებას შევუწყვეტდი. ეკლესიას იმიტომ, რომ აცხადებენ, ამ თანხებს საგანმანათლებლო საქმიანობაში ვხარჯავთო და მთელი ცხოვრება ჩემს და ჩემი თანამოქალაქეების კისერზე რატომ უნდა ისხდნენ მაგალითად, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ან ვაჟა ლორთქიფანიძე, თუნდაც პროტოპრესვიტერი ზვიადაძე? ან თუნდაც სხალთის ეპოსკოპოსის დაარსებულ სასწავლებლებში რა განათლებას მისცემენ ადამიანებს? ანტიქართულს და რუსეთის სადიდებელს – ეს ერთმნიშვნელოვნად. სხვა, უფრო წონად არგუმენტებს ახლა არ დავწერ.
პარტიებთან კიდევ უფრო მძიმედ გვაქვს საქმე. სახელისუფლებო პარტიას ისედაც აქვს სახრავი და ეგეც არ იყოს მის წევრებს არც დასაქმება აკლიათ და არც პრივილეგიები. ოპოზიციას რაში ვუხდით ფულს? მუდმივ ფიასკოში? აკრიფონ საწევროები გულმხურვალე წევრებისა და მხარდამჭერებისგან. მათი ლოგიკით, ყველგან რომ შეიძლება ხარჯების შემცირება ხალხის კეთილდღეობისთვის, მათი ხარჯების ნაწილში ეს დაუშვებელია? ყველა პარტიას აქვს საარჩევნოდ შავი ფული და ვინ აღიარებს ამას? ჩვენი ინვესტიცია კი საარჩევნოდ უფასო საეთერო დრო იყოს მხოლოდ.
ახლა ცივილიზებულ “სამყაროზე” არ დამიწყოთ საუბარი. სადაა ცივილიზაცია და კარგი ცხოვრება