
რა სასაცილოა!
რა დღეშია ხელისუფლება და მისი რუპორი ტ/კ “იმედი”…
ერთად შეკრული ოპოზიცია, როგორიც უნდა იყოს იგი, ყოველთვის საშიშია ხელისუფლებისათვის, – ყოველთვის!
ყველა ერთის წინააღმდეგ, სწორი პოლიტიკური თამაშისას, იმ ერთს ცხადია, ყველგან და ყოველთვის, დაამარცხებს!
და… მერაბიშვილი უკვე “ოპოზიციაშია!”
მის კანონსაწინააღმდეგო გამონათქვამს კი ყოველ 15-20 წუთში “ქოქავს” ეს არასერიოზული ტელევიზია “იმედი”
და “ადუღებს” ჭიქაში სიტუაციას…
ცხადია, არცერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი არ/ვერ დაჯდება მერაბიშვილის გვერდით, რადგან… მან თავისი გაიარა და პოლიტიკური თვალსაზრისით ამოწურულ/ დასრულებულია…
მაშ, რა ხდება?!
ხდება ის, რაც დავწერე – ოპოზიციას “გასკდომამდე” მიიყვანენ, თუმცა, შტრეიხბეკერები და “ვიგოდნიკები” ამ კატეგორიას არასდროს აკლდნენ.
ასეა, ეს საქართველოა!
ეს ტექნოლოგია წარმატებით მუშაობს 1995 წლიდან!
დემურ გიორხელიძე