„ვანო მერაბიშვილი ნაციონალებმა ტყუილში აცხოვრეს“

1,569 წაკითხვა

“საქართველოს შს ექსმინისტრ ვანო მერაბიშვილს მისივე პარტიის წევრები და მეგობრები ატყუებდნენ, რომ იგი პოლიტიკური პატიმარია და 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს. მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების ფაქტს.

„რაკი იგი უკვე თავისუფალია, მინდა, უფრო მწვავედ შევაფასო საერთაშორისო დონეზე მისი ადვოკატების საქმიანობა, რომლებიც კვირა ერთი იყო და პატიმარს ტელევიზიის მეშვეობით რამდენჯერმე უთვლიდნენ ტყუილებს, ეუბნებოდნენ “შენ გაღიარეს თითქოს პოლიტპატიმრადო”. ეს იყო სიცრუე და სამწუხარო, ხანდახან, მას მერე, რაც პენიტენციური სისტემა იუსტიციის სისტემას შეუერთდა, ვარ მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმრებთან მიმართებაში, როდესაც მას აუტყუებდნენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, ევროსაბჭო გაგათავისუფლებს, ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით გაგრძელებული, რომლებიც ადვოკატის სტატუსით იყვნენ, მედიის საშუალებით ძალიან ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ, არადა, ეს პატიმარი გათავისუფლდა მხოლოდ მაშინ, როდესაც სრულად მოიხადა სასჯელი. სიცრუე იყო ის, რომ ვითომ მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერც ერთი უცხოელი ვერ გადაწყვეტს ამ ქვეყანაში ვინ როდის უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება თავიდან მიმდინრეობს და მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებითაც ატყუებდნენ ადვოკატები და პარტიის წევრები:

„საკნიდან გაყვანის ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებიდნენ ამ პატიმარს, წლების მანძილზე იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადამდე გათავისუფლებას. ჩვენ ვნახეთ უკვე დღეს, რომ ეს იყო სიცრუე, ამიტომ ეს სიცრუის მანქანა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ნაფოტად ქცეული პარტიები ამუშავებენ ხოლმე და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ამ შემთხვევაში მათ თავიანთი პარტიის წევრი და ალბათ, ახლობელი და მეგობარი წლების განმავლობაში ტყუილში აცხოვრეს“.

გურიის მოამბე

Next Post

ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიებთან შეხვერდებს იწყებს

ორშ თებ 24 , 2020
1,569 წაკითხვათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემაზე კონსენსუსის მიღწევა მოკლე დროში უნდა მოხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, ცვლილებების განხორციელება შეუძლებელი გახდება. მისივე თქმით, თუ შეთანხმება ვერ მოხდება ოპოზიციასთან, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით. “ძალიან მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები. ჩვენ, მმართველმა გუნდმა დავადასტურეთ და ღიად განვაცხადეთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის. თუ რა შეთანხმება იქნება და როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ამაზე გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას […]

შესაძლოა მოგეწონოთ