,,მორჩა კინო, წადით სახლში! სხვა ნიუანსებში არ შევალ, მხოლოდ გავიღიმებ“

2,586 წაკითხვა

“39% ქართულ ოცნებას, არჩევნებში მის უპირობო გამარჯვებას ნიშნავს. ჯამური, თუნდაც მაქსიმალური 61% არ არსებობს. უბრალოდ, არ არსებობს არჩევნებში ასეთი გაგება. და თუ მაინც დავუშვებთ, ამ ჯამური 61%- დან აქტიური პროცენტი შესაძლოა იყოს მხოლოდ მისი ნახევარი – ანუ, 30%.(+5%) ახლა გადაანაწილეთ გაუნაწილებელი ხმები, და გამოვა, რომ “ოცნება” არჩევნებს იგებს – 51%+ით.

და მაშინ რას ერჩით კობახიძეს, რომელიც 60%-იან გამარჯვებას ვარაუდობს საკუთარი პარტიისთვის? ბარემ ცდომილებებიც მივამატოთ და ეგ იქნება.
მოკლედ, არჩევნებამდე რვა თვით ადრე, წარმოდგენილი კვლევის მიხედვით “ოცნება” იგებს და ამას თავად ოპოზიცია “აღიარებს”. ახლა ისღა დაგვრჩენია ეგზიტპოლებს დაველოდოთ. (ისევ, დავწერდი რაღაცას კუშებზე, მაგრამ თავს შევიკავებ.)

უბრალოდ, ერთ რამეს ვიტყვი პირველად, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე – თითქმის არავინ მეგულება პრაქტიკოსი საარჩევნო ტექნოლოგი ჩემზე ძლიერი, ვიმეორებ პრაქტიკოსი. თუ ამ ციფრებს დამიდებ და მკითხავ, რა მოხდება, გიპასუხებ: მორჩა კინო, წადით სახლში! სხვა ნიუანსებში არ შევალ შეგნებულად, მხოლოდ გავიღიმებ”- წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქში.

Next Post

ლიდერფუდის ბუღალტერმა კომპანიის 2 მილიონი კაზინოში წააგო

სამ თებ 25 , 2020
2,586 წაკითხვახორც-პროდუქტების კომპანია „ლიდერფუდის“ ბუღალტერმა კომპანიის კუთვნილი 2 მილიონი ლარი კაზინოში წააგო. შემთხვევა დაახლოებით ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა წყაროს ცნობით, ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც კომპანიის მფლობელმა ბუღალტერს გენერალური დირექტორის თანამდებობა შესთავაზა. ამის შემდეგ ბუღალტერმა დანაშაული თავადვე აღიარა და მითვისებული თანხის ნაწილი, 800 ათასი ლარი უკან დააბრუნა, – ამბობს პრაიმტაიმის წყარო. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. მომხდარზე გამოძიება […]

შესაძლოა მოგეწონოთ