99 წელი შესრულდა საქართველოს ოკუპაციიდან. პირსისხლიანმა რუსეთის იმპერიამ 99 წლის წინ წაგვართვა დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას მაშინ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ისინი არიან გმირები. სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაწყებული ბრძოლა დღემდე გრძელდება. 21-ე საუკუნეში რუსეთის იმპერიის მხრიდან ისევ გრძელდება ჩვენი სამშობლოს ოკუპაცია. ჩვენ დღესაც გვყავს თანამდროვე გმირები. თოთოეულ მოქალაქეს უნდა ახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მტერი მზაკვარია და კიდევ უფრო ხვეწს ბრძოლის მეთოდებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი თავისუფლება ჩვენს დამოუკიდებლობაზე გადის. სამწუხაროდ, გარეშე მტრებთან ერთად ხშირად ქვეყნის შიგნითაც გვიწევს იმ ადამიანებთან გამკლავება, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას ძირს უთხრის. ქართველი ერი არასოდეს არ შეწყვეტს ბრძოლას სანამ სრულად არ მოხდება საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ქვეყნის გამთლიანება. დიდება გმირებს, დიდება საქართველოს!
გიორგი ლაღიძე