„ვანო მერაბიშვილის ბრძანებით 76 კაცი ცემით მოკლეს“ – გოგა ხაინდრავა

3,693 წაკითხვა

ვანო მერაბიშვილი რუსეთის კაცი იყო,– ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „იმედის“ გადაცემა „არენაში“ განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ცხინვალის დე ფაქტო მთავრობას და თბილისს შორის მოლაპარაკებებს მიზანმიმართულად შლიდა.

„ვანო მერაბიშვილი იყო პროვოკატორი. ის იყო რუსეთის კაცი. ის მიზანმიმართულად შლიდა მოლაპარაკების პროცესს, მიზანმიმართულად. ერთ-ერთი ფაქტის მომსწრე არის ბატონი სოზარ სუბარი, როგორც სახალხო დამცველი მაშინ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, 2006 წელს, ცხინვალსა და თბილისს და ცხინვალსა და გორს შორის გზა გახსნილი იყო, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კი იმ დონემდე იყო მისული, რომ ცხინვალი თითქმის მზად იყო ავტონომიის საკითხის განხილვისთვის, თუმცა მერაბიშვილის ქმედებებმა პროგრესი უკან დახია.

„ამ ვაჟბატონმა გააჩერა გორიდან მიმავალი ავტობუსი. პირადად ვანო მერაბიშვილის ბრძანებით გადმოიყვანეს იქიდან 76 კაცი, ცემით მოკლეს გორის პოლიციაში. მოკლეს ცემით. სურათები გვქონდა ჩვენ, ფაქტები გვქონდა. ჩასვეს მერე ავტობუსში ეს ცემით მოკლული ხალხი. 16 წლის ბავშვი იყო ყველაზე პატარა და 61 წლის კაცი იყო უფროსი. გაუშვეს ცხინვალში, ნაცემი, დანგრეული ხალხი“, – განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, ამ ინფორმაციის გაგების შემდეგ ის სოზარ სუბართან ერთად ცხინვალში წავიდა და დაზარალებულებს პირადად შეხვდა და ბოდიში მოუხადა. ხაინდრავა იმასაც იხსენებს, რომ მერაბიშვილი ჩინეთსა და ბელარუსში რუსეთის „ეფ ეს ბეს“ წარმომადგენლებს ხვდებოდა.

Next Post

თუ ეს მართალია, წაუგია ოპოზიციას თბილისი და ეგაა – მერაბ მეტრეველი

ოთხ თებ 26 , 2020
3,693 წაკითხვაჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ეხმიანება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ოპოზიციის კანდიდატებზე და წერს, რომ თუ ეს სიმართლეა და ნამდვილად აღნიშნული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში, ოპოზიცია ნამდვილად წააგებს.