დაიბანეთ ხელები, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ – ტრამპის რეკომენდაციები

1,540 წაკითხვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ კორონავირუსს.

„დაიბანეთ ხელები, სუფთად იყავით, აუცილებელი არ არის ყველა მოაჯირს ხელი დასტაცოთ “,-აღნიშნა ტრამპმა პრესკონფერეციაზე, რომელიც კორონავირუსის საკითხს მიეძღვნა.

„მოიქეცით ისე, როგორც გრიპის დროს“,-დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.

ამათან, დონალდ ტრამპმა მოსახლეობას მოუწოდა, პანიკაში არ ჩავარდეს. მისივე თქმით, ის იზიარებს ექიმების აზრს, რომ მოსახლეობა უნდა მოემზადოს „ყველაზე უარესი შემთხვევისთვის“.

„მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ მანდ მოვხვდებით, თუნდაც რომ ახლოს ვიქნებით… ეს ყველაფერი დასრულდება, ეს დასრულდება. იცით, რომ გრიპის ვირუსის სეზონის დროს 69 000 ადამიანი იღუპება ყოველ წელს. წარმოუდგენელია. მთავარია, რომ არ უნდა დაპანიკდეთ, რადგან ამის მიზეზი არ არსებობს. ეს გრიპის მსგავსია. ადამიანები გრიპითაც კვდებიან”,-აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსის დაახლოებით 60 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 42 პირი, საკრუიზო გემ Diamond Princess-ზე ინფიცირდა.

ipn

Next Post

„მერაბიშვილი სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდება”

ხუთ თებ 27 , 2020
1,540 წაკითხვა„ვანო მერაბიშვილი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, მისი თქმით, მერაბიშვილი მძიმეწონიან პოლიტიკოსად არ ითვლება: „ვანო მერაბიშვილს მძიმეწონიან პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით. თუმცა, ჩემი პროგნოზით, ვანო დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს. ის ციხიდან ძალიან გაბერილი ამბიციებით გამოვიდა. მერაბიშვილს თავი ნელსონ მანდელა პგონია. შესაბამისად, ვფიქრობ, ის დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს. ის დაუპირისპირდება სააკაშვილს და მის გუნდს. „ევროპული […]