„მერაბიშვილი სააკაშვილს და მის გუნდს დაუპირისპირდება”

4,307 წაკითხვა

„ვანო მერაბიშვილი დამოუკიდებელ თამაშს დაიწყებს“ – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე, მისი თქმით, მერაბიშვილი მძიმეწონიან პოლიტიკოსად არ ითვლება:

„ვანო მერაბიშვილს მძიმეწონიან პოლიტიკოსად ვერ ჩავთვლით. თუმცა, ჩემი პროგნოზით, ვანო დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს დაიწყებს. ის ციხიდან ძალიან გაბერილი ამბიციებით გამოვიდა. მერაბიშვილს თავი ნელსონ მანდელა პგონია. შესაბამისად, ვფიქრობ, ის დაიწყებს დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს.
ის დაუპირისპირდება სააკაშვილს და მის გუნდს. „ევროპული საქართველოდანაც“ ძალიან ბევრი ადამიანი გადავა ვანო მერაბიშვილთან. მას დიდი ამბიციები აქვს. ამბიციებისაგან შეიძლება გასკდეს ადამიანი. სააკაშვილიც მერაბიშვილთან უკვე დაპირისპირებულია“, – აცხადებს ტუსკაძე.

Next Post

ვირუსის გამო, ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციას აძლევს

ხუთ თებ 27 , 2020
4,307 წაკითხვასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით,  დღეის მდგომარეობით,  სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს. კერძოდ, მოსწავლეთა ჯანმრთელობის, სასწავლო პროცესის ეფექტურობისა და სკოლებში ჯანმრთელი გარემოს შესაქმნელად, საქართველოს განათლების, […]

შესაძლოა მოგეწონოთ