ექიმი და მომღერალი ლაშა ღლონტი, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ პანიკასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
1. კორონა ვირუსით სპეკულირება მსოფლიო მასშტაბის აფიორაა, რაც ეკონომიკური ომების შედეგია (გვახსოვს ალბათ ქათმის, ღორის გრიპები, ებოლა და ა.შ!)
2. იგი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვირუსია.
3. რაც შეეხება სიკვდილიანობას, იგი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა ვირუსით დაავადების შეთხვევაში.
4. მკურნალობა მაღალეფექტურია.
5. დაავადება იშვიათია ბავშვებში.
6. გარდაცვლილთა უმეტესობა 70 წელს გადაცილებული მოსახლეობაა.
7. სხვა სახის გრიპით გარდაცვლილთა რაოდენობა 50-ჯერ აღემატება კორონა ვირუსით გარდაცვლილთა შემთხვევებს 50-ჯერ, ანუ თუ კორონათი მსოფლიო მასშტაბით 2 თვეში 3000 ადამიანი დაიღუპა, ჩვეულებრივი გრიპით ამავე პერიოდში დაახლოებით 150000 ადამიანია გარდაცვლილი.
7. დაიბანეთ ხელები ხშირად. ეს გახლავთ ყველაზე მთავარი მოთხოვნა, 90% დაავადება ასე ვრცელდება.
8. დღეში 2-3 ჯერ გაანიავეთ ოთახი.
9. ნიღაბი ვერაფერს გიშველით.
10. მოერიდეთ ადამიანების გადაკოცნას.
11. ნუ ვარდებით პანიკაში, ეს ძალიან ძალიან სასაცილოა. გახსოვდეთ, რომ კორონა ჩვეულებრივი ვირუსია და თუკი ადამიანი სხვა სერიოზული სენით არაა დაავადებული იგი ჩვეულებრივად გადაიტანს ამ დაავადებას! და კიდევ ერთი, ის ფორმა, რაც ჩინეთში დადასტურებულია სხვა ქვეყნებში ვერ ძლებს და აქედან გამომდინარე საკმაოდ მარტივად მიმდინარეობს!
PS. გახალისდით, გააგრძელეთ ჩეულებრივი წესით ცხოვრება არაფერი განსაკუთრებული არ ხდება”– წერს ლაშა ღლონტი.