რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს

1,808 წაკითხვა

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება აღსაზრდელებისთვის თავისუფალ დასწრებას აცხადებს. ამის შესახებ გაერთიანების ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდიდან გახდა ცნობილი. გაერთიანებაში კი, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

გაერთიანება განმარტავს, რომ თავისუფალი დასწრება მშობელთა თხოვნის საფუძველზე გამოცხადდა.

„რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანება 2 მარტიდან პირველ აპრილამდე ბავშვებს მიიღებს თავისუფალი დასწრების რეჟიმით.

თავისუფალ დასწრება არ ცხადდება ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციით, რადგან ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს რამე ტიპის ვირუსული პანდემიის საფუძველი. თავისუფალი დასწრება ცხადდება მხოლოდ და მხოლოდ მშობელთა მრავალრიცხოვანი თხოვნის საფუძველზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

Next Post

თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს

ხუთ თებ 27 , 2020
1,808 წაკითხვაკორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, თურქეთი საქართველოსთან საზღვრის კვეთის რეჟიმს ამკაცრებს. როგორც საქართველოში თურქეთის საკონსულოს განცხადებაშია ნათქვამი, საზღვრის კვეთისას მოქალაქეებს პასპორტის წარდგება მოუწევთ. “კორონავირუსის საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გათვალისწინებით, 26.02.2020 წლის მდგომარეობით, საღამოს 23:30 საათიდან მოყოლებული, დაიწყო პასპორტის კონტროლის წარმოება ტრაილერების (TIR– ის) მძღოლებისათვის, რომლებიც საქართველოში შესვლას აპირებენ. ამ დროისთვის საქართველოში შესვლა არ არის ნებადართული მათთვის, რომლებსაც პასპორტის მიხედვით, ბოლო 21 დღის […]