ხვალ გადის ვადა ერდოგანის “ულტიმატუმს”: სირიის არმიამ დატოვოს ბოლო დროს დაკავებული ქალაქები და სოფლები… ცხადია, ეს არ მოხდება!
სირია მზად არის სრული ომისათვის!
თუ ერდოგანი გამოაცხადებს ომს, იგი გამოიჭრის ყელს, –
მაინც იქეთაა მისი გზა!
რუსები არანაირ შეხვედრაზე არ თანხმდებიან – არც ერდოგანთან, არც ირან-თურქეთ-რუსეთის შეხვედრას და არც ევროპის მთავარ სახელმწიფოებთან და თურქეთთან – ერთად!
თურქებს რუსები არანაირ დახმარებას არ უჩენენ, ხსნა რუსებისგან არ იქნება, არადა, ამას თურქები აშკარად ელოდნენ და ცდილობდნენ!.. იდლიბი განთავისუფლდება იმ ბუდისგან, რაც მოაწყვეს: შავბნელი ტერორისტებისგან!..
იდლიბის ცა მთლიანად კონტროლს ქვეშაა… ნატო-ს განცხადება, რომ ჰაერიდან დაეხმარებიან თურქეთს, ტექნიკურად როგორ განხორციელდება, მალე გამოჩნდება… მოკლედ, ხვალ-ზეგ სურათი გაცხადდება!..
დიდი ომი ვერ იქნება: გიჟი არავინაა!
თავში ავარდნილი ერდოგანი… მოიქცევა!..
ერთმა დასავლელმა საქმის მცოდნემ ზუსტად დაწერა: “სირია მიიღებს მეტ ტერიტორიას, თურქეთი მიიღებს მეტ დევნილებს”
დემურ გიორხელიძე