ეს არის თავის მოტყუება პრობლემების ილუზორული გადაფარვის მიზნით – დემურ გიორხელიძე

1,493 წაკითხვა

როცა:
(ა) ხელისუფლება ყალბი ფასეულობებისა და ყალბი ორიენტირების პროპაგანდას ეწევა, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ქვეყანაში განვითარების შიდა (ე.წ. ენდოგენური) პროცესების სტიმულირება მოახდინოს და წარმართოს და თანდათან ეს ტერიტორიულად პატარა და მცირერიცხოვანი მოსახლეობის სახელმწიფო, ფანტასტიკურად ღრმა კულტურითა და მსოფლგაგებით, ცივილიზებულ სამყაროსთან ღრმა კოოპერაციამდე მიიყვანოს,

(ბ) ე.წ. ”ოპოზიცია” (ის ნაწილი, რომელიც მუდამ ეკრანზე ჩანს, არადა, ხალხში მხარდაჭერა 0,1-2,7%-ს არ აღემატება), ყალბ ორიენტაციებზეა აწყობილი, თანაც საქართველოს დღევანდელი ფაქტური გამგებელის ირგვლივ შემოკრებილი 2-3 ოლიგარქის მეშვეობიტ ფინანსდება და იმას მღერის, რასაც ამღერებენ,

(გ) ზღვარსგადასული ოლიგარქიული გავლენის (ე.წ. წამყავნი) ტელევიზიები სიყალბესა და თახსირობას უწევენ პროპაგანდას და არანაირ მსჯელობას ქვეყნის მომავალზე, არსებულ პრობლემებზე, არ უშვებენ, არავის, ვისაც კი პროფესიულ დონეზე რაიმე საქმეზე საუბარი პასუხისმგებლობითა და საქმის ცოდნით შეუძლია (პოლიტიკა იქნება თუ ეს სხვა სფერო) ახლოსაც კი არ აკარებენ,

(დ) ყოველი საღამო წარსულ წყობასთან შედარებით უარესი სიბნელითა და ხეპრე პრიმიტიულობით გამორჩეულია და დაყვანილია “მხსნელი” პარტიისა და “ბნელი” ყოფილი ”მხსნელი” პარტიის დაპირისპირებამდე (ხელოვნურად, მიზანმიმართულად და მოსახლეობის გაბრიყვების გზით), არადა, მათ შორის სხვაობა და გამყოფი ხაზი სად გადის, ვერავინ რომ ვერ გამოარჩევს,

(ვ) ხალხი ნებით იბრიყვებს თავს და მორჩილად თამაშობს მეათეხარისხოვან როლს ამ სპექტაკლში, –

იქ კარგი არაფერი მოხდება!

ადამიანის სისუსტის ყველაზე ცუდი გამოვლინება –
ეს არის თავის მოტყუება პრობლემების ილუზორული გადაფარვის მიზნით…

პრობლემები არ მოგეხსნებათ!
პრობლემა სახელმწიფოს უჩნდება და როცა სახელმწიფოს უჩნდება პრობლემები, იმ სახელმწიფოში ხალხის პერსპექტივა თანდათან მიილევა..

დემურ გიორხელიძე

Next Post

ინფოდემიას ერიდეთ გვარამია-გაბუნია გამოვლინებებით, უფრო საშიშია - სოსო მანჯავიძე

ორშ მარ 2 , 2020
1,493 წაკითხვაჩემს მეზობლად ხილ-ბოსტნის მაღაზიაა,საყიდლებზე შევედი დილას.ოჯახი ამუშავებს, მამა-შვილი ამარაგებს, ცოლი ვაჭრობს-შრომობენ. დამინახეს და კორონავირუსზე დამიწყეს ლაპარაკი,განსაკუთრებით შვილი აქტიურობდა. “რა არის ,რით ვერ დაკეტეს საზღვარი,ესაა მთავრობა? ეგენი უნდა დააწვინო კარანტინში.”-აღშფოთებული მეუბნება. მივხვდი, რომ “მთავარი” აქვს ნაყურები და ინფორმაციული ვირუსითაა დასნეულებული. “იაპონიამ, შტატებმა და იტალიამ თუ ვერ შეაჩერა,აქ რაა გასაკვირი,რომ შემოვიდა”-ვეუბნები. არ ცხრება. “ისაა მაგარი, რა ქვია, იმას, პირდაპირ დახვრიტა!”- კიმ […]

შესაძლოა მოგეწონოთ