ჩემს მეზობლად ხილ-ბოსტნის მაღაზიაა,საყიდლებზე შევედი დილას.ოჯახი ამუშავებს, მამა-შვილი ამარაგებს, ცოლი ვაჭრობს-შრომობენ.
დამინახეს და კორონავირუსზე დამიწყეს ლაპარაკი,განსაკუთრებით შვილი აქტიურობდა.
“რა არის ,რით ვერ დაკეტეს საზღვარი,ესაა მთავრობა? ეგენი უნდა დააწვინო კარანტინში.”-აღშფოთებული მეუბნება.
მივხვდი, რომ “მთავარი” აქვს ნაყურები და ინფორმაციული ვირუსითაა დასნეულებული.
“იაპონიამ, შტატებმა და იტალიამ თუ ვერ შეაჩერა,აქ რაა გასაკვირი,რომ შემოვიდა”-ვეუბნები.
არ ცხრება.
“ისაა მაგარი, რა ქვია, იმას, პირდაპირ დახვრიტა!”- კიმ ჩენ უნზე ამბობს.
“შენ რომ შეგეყაროს და დაგხვრიტონ, მოგეწონება?”-ვეკითხები.
“აბა რა, თუ დამემემართება,დამხვრიტონ”-განაცხადა ამაყად.
“რა უნდა დაგხვრიტონ, შე დურაქო,შენ”-შეიცხადა დედამისმა მეგრულად.
თვალებში ვუყურებდი ამ დროს და მგონი, ინფოვირუსი მოკვდა.აღარაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში..
ასეთი სიბრძბეები ბევრი გავიგონე ამ დღეებში.
ამას აგრესიული ინფოდემია ჰქვია,ანუ ინფორმაციული პანდემია.
ამ დროს, ნებისმიერს შეუძლია შევიდეს და რეალური სტატისტიკა ნახოს რომელსაც კომენტარებში დავდებ..
სახეზეა მიღებული ზომების სრული არაპროპროპორციულობა პრობლემის მასშტაბთან მიმართებაში.
ჩემი აზრით, მიმდინარეონს გლობალური ეკონომიკის უწყვეტობის შეჩერების ეფექტების მოდელირება ახალი პარადიგმის დამკვიდრების წინ.
გაეცანით სტატისტიკას, შეადარეთ, გაანალიზეთ და უფრო ინფოდემიას ერიდეთ, მისი ტოქსიური, ენდემურ-ქრთული გვარამია-გაბუნია გამოვლინებებით.
უფრო საშიშია.
სოსო მანჯავიძე