პუტინ-ერდოღანის შეხვედრის „პატარა“ დეტალი – რა შუაშია აქ საქართველო?

1,992 წაკითხვა
ქართველების გასაგონად წერს ამას ჩვენი სააგენტო“ – ასე იწყებს სააგენტო „ფრონტ-ნიუსი“ პუტინ-ერდოღანის შეხვედრის ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალის აღწერას, რომელმაც ისედაც თავდახრილი ერდოღანი კიდევ უფრო დაბლა დაუშვა. რა შუაშია აქ საქართველო? ახლავე მოგახსენებთ:
„ქართველების გასაგონად წერს ამას ჩვენი სააგენტო – მცირე დეტალი, რომელიც არც ისე მცირეა და საქართველოს ბედკრულ წარსულს მოგვაგონებს. წარსულს, როდესაც საქართველოს არ ეკუთვნოდა აჭარა ბათუმითურთ. რა შუაშია პუტინი და ერდოღანი? – მოგახსენებთ:
კრემლში გუშინ გამართულ მიღებაზე პუტინმა ერდოღანი მიიღო დარბაზში, რომლის ბუხარზეც დევს ძვირფასი საათი, რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის გამოჩენილი ხუროთმოძღვრის, ევგენი ლანსერეს მინიატურული სკულპტურით მორთული. ლანსერეს ნამუშევარი ასახავს რუსეთის იმპერიის არმიის გმირულ ბრძოლას ოსმალებთან ბალკანეთის ნახევარკუნძულზე 1877 წელს, კერძოდ, ბულგარეთში. სკუპლტურას ასე ჰქვია: „გადასვლა ბალკანეთზე.
1877-78 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შედეგად რუსეთმა იხსნა საქრისტიანო ბალკანეთი, ოსმალურმა თურქეთმა აღიარა რუმინეთის და სერბეთის დამოუკიდებლობა, შეიქმნა ბულგარეთის ავტონომია, რომელიც მალე დამოუკიდებელი გახდა, ქრისტიანები უფლებებით გაუთანაბრდნენ მუსლიმებს ოსმალეთის სხვადასხვა პროვინციებში.
საქართველოს, ამ ომის შედეგად (ბერლინის 1878 წლის კონგრესით დამტკიცებული) დაუბრუნდა აჭარა ბათუმითურთ და ისტორიული ტაო-კლარჯეთი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ სკულპტურის ავტორი, რომლის წინაშეც პუტინმა ერდოღანი დასვა, 1920-იან და 1930-იანი წლების პირველ ნახევარში ტფილისში ცხოვრობდა და საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდებაც მიიღო (1933 წელს).
პუტინის პროტოკოლმა ბრწყინვალედ იმუშავა. სიმბოლურად, გარკვეული დოზით, ამ ნამუშევარში საქართველოს ისტორიაც აისახა. უნდა გვახსოვდეს ეს ისტორია და მხოლოდ სააკაშვილის ავაზაკური პრეიოდით არ უნდა გავზომოთ იგი, პერიოდით, როდესაც ყველაფერი გაკეთდა, ქართველების რუსების წინააღმდეგ განსაწყობად. ვერ ეღირსებიან“ – წერს „ფრონტ-ნიუსი“

Next Post

შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას პრეზიდენტი?

ორშ მარ 9 , 2020
1,992 წაკითხვათუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა. ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“. „ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ […]

შესაძლოა მოგეწონოთ