შეიწყალებს თუ არა გიგი უგულავას პრეზიდენტი?

თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას შეწყალების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

ზურაბიშვილის განცხადებით, „შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც არ უნდა იყოს მოთხოვნა, რომელიც შემოვა, იქნება განხილული ამ წესების მიხედვით“.

„ყველა მოთხოვნას წავიკითხავ, ვნახავ გავეცნობი. თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება მიღებული შეწყალების აქტი. არ არსებობს, ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.

იპნ

  • -

    „მადამ სალომე, ოსტატურად ატყუებს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რეალურად, ის ივანიშვილის მოკავშირეა“

    პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს „ვფიქრობ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მოახერხა და ჩვენი დასავლელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ ის არის პროდასავლური კურსის ერთგული ლიდერი. მან ასევე…

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის – დავით ბერძენიშვილი

    ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის, – ამის შესახებ „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბერძენიშვილის განცხადებაშია ნათქვამი. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის სწორი კონფიგურაციის გარეშე ძალიან მძიმე შედეგს მივიღებთ. „ხელისუფლების შეცვლის წელი მოდის!…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *