„კორონავირუსი არ არის სასაიკვდილო განაჩენი, ნუ უხეთქავთ გულს ისედაც დაპანიკებულ ხალხს“ – პაატა ქურდაძე

მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს:

„კორონავირუსი არ არის სასაიკვდილო განაჩენი, რომლის სისრულეში მოყვანამდე რამდენიმე წუთი რჩება, საავადმყოფოს იზოლირებული ბოქსი კი სიკვდილმისჯილის კამერა, ან პალიატიური კლინიკის პალატა.

არაფერი უფრო სულელური და პანიკისმთესველი იდიოტობა არ წამიკითხავს ამ ბოლო დღეებში, ვიდრე ეს ვითომდა გულჩვილი თანაგრძნობის გამომხატველი ფრაზა, რომელსაც ასეთი „სევდიანი“ ენთუზიაზმით იმეორებს ყველა უკვე მესამე თუ მეოთხე დღეა საწყალს, ოცი წლის წინ ერთი შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა, ახლა კი მეორეს კორონავირუსი შეეყარა“.

აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის პირველი ტრაგედია, მეორე შემთხვევასთან. გეგონება ვინც დღეს კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში წევს – გარდაუვალი სიკვდილისთვის არის განწირული და ვეღარაფერი გადაარჩენს! მესმის, რომ ნიჰილიზმი ზოგადად პურია ჩვენი არსობისა, მაგრამ წინასწარ მაინც ნუ გამოვიტირებთ და ნუ გავუმართავთ პანაშვიდებს ერთმანეთს – ნუ უხეთქავთ გულს ისედაც დაპანიკებულ ხალხს – თორემ ხომ ხედავთ, უკვე საიზოლაციო ცენტრების სასწრაფოდ გადატანას ითხოვს ადგილობრივი მოსახლეობა ზოგიერთ რეგიონში – როგორც შუა საუკუნეებში შავი ჭირის და კეთრის დროს.“- წერს პაატა ქურდაძე.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *