რა შანსები აქვს ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისთვის?

2,409 წაკითხვა

„ხელისუფლებამ, ფაქტია, რომ ძალიან დიდი ზიანი მიიღო, ეს არის ხელისუფლების სიბრიყვის ბრალი – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში. როგორც ხუხაშვილი ამბობს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვებისთვის თეორიული შანსები მაინც რჩება.

„ის დაპირება, რაც ხელისუფლებას ჰქონდა, მარტო ოპოზიციას კი არ დაპირდნენ, საზოგადოებას დაპირდნენ, დაპირდნენ დასავლეთს და საბოლოო ჯამში, მოაწყვეს დიდი გადაგდება. ასე რომ, ხელისუფლებამ მიიყვანა აქამდე ეს სიტუაცია.

იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლებამ დიდი ზიანი მიიღო, მათ გარკვეული თეორიული შანსები მაინც რჩებათ. ხელისუფლების შეცვლა არ არის ჩვენი ამოცანა, საზოგადოების ამოცანა არის, რომ მივიღოთ ლეგიტიმური ხელისუფლება, ანუ ის ხელისუფლება, რომელსაც აქვს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოდელში მიიღო 40 პროცენტიანი მხარდაჭერა და მაჟორიტარებიც წაიღო, ეს არის, ალბათ, ქართველი ხალხის ნება, ამას უნდა დავემორჩილოთ, ეს ხსნის პოლიტიკურ სივრცეს. გასაგებია, რომ ხელისუფლებამ გამოავლინა დიდი სიბრიყვე, აჩვენა არაკვალიფიციურობა ამ პროცესში, მაგრამ მას რჩება თეორიული შანსი იმისა, რომ თუნდაც ვინმესთან, კოალიციაში მიიღონ რაღაც შედეგი“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

Next Post

„თუ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასაც შეიწყალებს, ეს ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს“

სამ მარ 10 , 2020
2,409 წაკითხვა„იმის მოთხოვნა, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა, ეს შორს წაგვიყვანს“ – აცხადებს  გია ხუხაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში, მისი თქმით: „ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები არჩევნებამდე გადაიყვანოს კონსერვაციის რეჟიმში, რათა არ მივიღოთ დაპირისპირების ახალი ტალღა. ასე იქცევა ყველა ცივილიზებული ქვეყანა, პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნების წინ არავინ არ იჭერს. ეს ხელისუფლებისთვის იქნება ისევ დამაზიანებელი, ვინაიდან, როდესაც არჩევნების წინ იჭერ პოლიტიკურ ოპონენტს, ეს […]

შესაძლოა მოგეწონოთ