„თუ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასაც შეიწყალებს, ეს ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს“

2,224 წაკითხვა

„იმის მოთხოვნა, რომ შეწყდეს სამართლებრივი დევნა, ეს შორს წაგვიყვანს“ – აცხადებს  გია ხუხაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში, მისი თქმით:

„ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ეს საქმეები არჩევნებამდე გადაიყვანოს კონსერვაციის რეჟიმში, რათა არ მივიღოთ დაპირისპირების ახალი ტალღა. ასე იქცევა ყველა ცივილიზებული ქვეყანა, პოლიტიკურ ოპონენტებს არჩევნების წინ არავინ არ იჭერს. ეს ხელისუფლებისთვის იქნება ისევ დამაზიანებელი, ვინაიდან, როდესაც არჩევნების წინ იჭერ პოლიტიკურ ოპონენტს, ეს არ არის ძალის დემონსტრირება, ეს არის სისუსტის გამოვლინება, ე.ი. პოლიტიკურ ველზე მისი იმდენად გეშინია, რომ მზად ხარ დაიჭირო, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. ამიტომ, პოლიტიკური ლოგიკით ეს საქმეები უნდა იქნას კონსერვაციის რეაჟიმში გადაყვანილი და, თუ სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავასაც შეიწყალებს, ეს საბოლოო ჯამში, ხელისუფლების სასარგებლოდ იმუშავებს“- აცხადებს გია ხუხაშვილი.

Next Post

„ეს არის პროფესიული დეფექტი-საქართველოში არაფერი ესმით!“ - დემურ გიორხელიძე

სამ მარ 10 , 2020
2,224 წაკითხვაწლებია ვწერ იმ მცდარ პოლიტიკაზე, რასაც უკვე 16 წელია ხელისუფლებები ავითარებენ: არ შეიძლება ტურიზმის საყრდენ მიმართულებად არჩევა და მის იმედად ყოფნა! ეს არის პროფესიული დეფექტი და მცდარი პოლიტიკური ხედვა! 2008 წლის ჯერ ფინანსურმა და შემდეგ ეკონომიკურმა მსოფლიო კრიზისებმა ლამის წააქცია ისეთი ტურისტული გიგანტი-ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და საბერძნეთი! მსოფლიო და რეგიონალური ეკონომიკური კრიზისები რეგიონალური ან მეზობელ ქვეყნებს შორის ომები ეპიდემიები […]