წლებია ვწერ იმ მცდარ პოლიტიკაზე, რასაც უკვე 16 წელია ხელისუფლებები ავითარებენ: არ შეიძლება ტურიზმის საყრდენ მიმართულებად არჩევა და მის იმედად ყოფნა!
ეს არის პროფესიული დეფექტი და
მცდარი პოლიტიკური ხედვა!
2008 წლის ჯერ ფინანსურმა და შემდეგ ეკონომიკურმა მსოფლიო კრიზისებმა ლამის წააქცია ისეთი ტურისტული გიგანტი-ქვეყნები, როგორებიცაა ესპანეთი და საბერძნეთი!
მსოფლიო და რეგიონალური ეკონომიკური კრიზისები
რეგიონალური ან მეზობელ ქვეყნებს შორის ომები
ეპიდემიები (პანდემია) და ა.შ.
ტურიზმზე დაყრდნობილ სახელმწიფოს აყენებს კრახის წინაშე!
საქართველოში არაფერი ესმით!
არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ტურიზმისა – იგი ეკონომიკის ერთ-ერთი ნორმალური სექტორია და ეფექტურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ მთელი ეკონომიკური პოლიტიკის ტურიზმზე დაფუძნება არის სიბრიყვე და პრობლემების არცოდნა/არდანახვის შედეგი.
დემურ გიორხელიძე