გიორგი ლაღიძე – „ხელისუფლება ყველა ფორმით შეეცდება ოპოზიციაში არეულობა შეიტანოს“

2,193 წაკითხვა

„ბოლო თვეების განმავლობაში, სახეზე იყო პოლიტიკური კრიზისი“ – აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე. მისი თქმით, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთო ენა ვერ გამონახა, რის გამოც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ქვეყნის სტაბილურობა.

„ფაქტიურად, ბუნდოვანი სიტუაცია და იმის გამო, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საერთო ენა ვერ გამონახა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა ქვეყნის სტაბილურობა. საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების დიპლობატიის უშუალო ჩარევის შედეგად, როგორც იქნა მოხერხდა შეთანხმება ოპოზიციასა დახელისუფლებას შორის, რაც ჩემის აზრით მისასალმებელია და წინგადადგმული ნაბიჯია თუმცა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გადაწყდება ბლოკების შექმნის საკითხი. ოპოზოციური სპექტრი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე ერთიანი იყო მნიშვნელოვანია შეინარჩუნებს თუ არა ერთიანობას თუ დაიქსაქსება. ხელისუფლება ყველა ფორმით შეეცდება ოპოზიციაში არეულობა შეიტანოს, ამიტომაც დათანხმდნენ ისინი 1 პროცენტიან ბარიერს“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, რაზეც ოპოზიცია აქტიურად საუბრობს, პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ის ადამიანები ვინც პოლიტიკური ნიშნითაა დაპატიმრებული უნდა გათავისუფლდნენ, რაც ქვეყანაში სიტუაციის სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

„დაძაბულობის სრულად მოსახსნელად მნიშვნელოვანია გათავისუფლდნენ ციხეებიდან ის ადამიანები ვის მიმართაც განცდა არსებობს რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაპატიმრებულები. ასევე მნიშვნელოვანია წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში წარიმართოს თანასწორუფლებიან საწყისებზე. რაც შეეხება იმას თუ რა შანსები აქვს დაპირისპირებულ მხარეებს, თუ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს ყველა მაჟორიტარულ ოლქზე შეთანხმებას, რომ მათ წარადგინონ ერთიანი კანდიდატები, გამარჯვების შანსები რეალურია, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებულია ჩვენი ამომრჩევლის ნებაზე. მათ უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და უნდა განახორციელონ ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით“ – აცხადებს გიორგი ლაღიძე.

 

Next Post

„დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“ - ვლადიმერ პუტინი სააკაშვილზე

ოთხ მარ 11 , 2020
2,193 წაკითხვასაქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა. „ჩვენ ხომ მას არაერთხელ ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჯერ კიდევ მაშინ როცა პრეზიდენტი იყო.“ -აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ მან სააკაშვილს სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც […]

შესაძლოა მოგეწონოთ