„დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“ – ვლადიმერ პუტინი სააკაშვილზე

1,582 წაკითხვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირობა არ შეასრულა, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საკითხს ძალისმიერი მეთოდებით არ გადაჭრიდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ტასთან“ ინტერვიუში, „20 კითხვა ვლადიმერ პუტინს“ განაცხადა.

„ჩვენ ხომ მას არაერთხელ ვესაუბრეთ ამ თემაზე, ჯერ კიდევ მაშინ როცა პრეზიდენტი იყო.“ -აღნიშნა პუტინმა და დასძინა, რომ მან სააკაშვილს სთხოვა, „ძალა არ გამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინააღმდეგ“, რაზეც სააკაშვილი დაპირდა, რომ „ამას არასდროს იზამდა“.

„არა, არასდროს გავაკეთებო! და მაინც თავისას მიაწვა, მიაწვა და მიიღო!“- აღნიშნა პუტინმა.

რაც შეეხება ორ ქვეყანას შორის მიმდინარე ურთიერთობებს, რუსეთის ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ მოსკოვისგან „გვერდზე გადგა“. „აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. დაე, მადლობა მიხეილ სააკაშვილს გადაუხადონ“, – დასძინა პუტინმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე დიდი ხანია პოლიტიკაში აღარ არის, პუტინი პასუხობს: „როგორ არ არის. დარბის მოედნებსა და სახურავებზე, როგორც მარტის კატა“.

ipn.ge

Next Post

იგეგმება თუ არა თბილისში ვერტმფრენებით დეზინფექცია? – მერიის პასუხი

ოთხ მარ 11 , 2020
1,582 წაკითხვასოციალურ ქსელში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს დღეს, 23:00 საათიდან, კორონავირუსისგან დაცვის მიზნით, ვერტმფრენებით დეზინფექციის ჩატარება იგეგმება., რის გამოც, მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ სარეცხი არ დატოვონ და გარეთ არ გავიდნენ. ვინაიდან ცრუ ინფორმაცია მასობრივად გავრცელდა, თბილისის მერიის წარმომადგენელი მანანა თოქმაჯიშვილი საპასუხოდ სოციალურ ქსელში წერს: „არც ჩვენ და არც ჩვენს ქალაქს და არც თქვენს სარეცხს არაფერი ემუქრება. დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სპეციალისტები […]